15
Aug
2018

UniPAY საქართველოში Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

15 Aug 2018

ცოტა ხნის წინ, UniPAY საქართველოში Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ამიერიდან, ბიზნესმენები, რომლებიც „ონლაინ“ მაღაზიის შესაქმნელად Shopify-ის პლატფორმას გამოიყენებენ, Mastercard-ისVISA-ს, AMEX-სა და ელექტრონული საფულის ანგარიშიდან გადახდების ლარში მიღებას შეძლებენ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

„UniPAY ყოველთვის ავითარებს პარტნიორულ კავშირებს წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან. დიდი შრომის შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ დღესდღეობით, UniPAY – ქართული საგადახდო მომსახურების პლატფორმა, Shopify-ის სისტემაშია წარმოდგენილი. Shopify-ის ელ.მაღაზიის მფლობელებს უკვე აქვთ საშუალება მიიღონ გადახდები ლარში, ისარგებლონ ყველა იმ ხელსაწყოთი და შესაძლებლობებით, რომლებიც პლატფორმას აქვს. რაც მთავარია, ერთი ფიქსირებული საკომისიოს ჭრილში – არანაირი დამატებითი ხარჯები ტრანზაქციებზე. UniPAY უზრუნველყოფს მარტივ ინტეგრაციას და ტექნიკურ დახმარებას მერჩანთებისთვის კვირაში 7 დღეს, 24 საათის განმავლობაში”, – ამბობს UniPAY-ის დამფუძნებელი კობა ქურდაძე.

რაც შეეხება თავად Shopify-ის, პლატფორმა გამყიდველს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი სასურველი პარამეტრი მოარგოს „ონლაინ“ მაღაზიას.

„მომხმარებლებს უამრავ ლამაზ და გამოსადეგ დიზაინის შაბლონს სთავაზობს ვებ გვერდისთვის და თავიდან აცილებს დიზაინზე მუშაობის ხანგრძლივ და ძვირადღირებულ პროცესს. ციფრული მარკეტინგით დაწყებული, გადახდებითა და დაცული „ჩექაუთით“ დამთავრებული, Shopify მრავალ საკითხს მარტივად და მოკლე დროში აგვარებს“.

როგორც UniPAY -ის წარმომადგენლები ამბობენ, „ონლაინ“ ვაჭრობა საკმაოდ ბევრ დროს ზოგავს და ხშირად, ძალიან კომფორტული ალტერნატივაა, ფიზიკურ მაღაზიებთან შედარებით.

„ „ონლაინ“ არხი „საშოპინგოდ“ – ეს ბიზნესმენებისთვის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული გზაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში, სულ უფრო მეტი „ონლაინ“ მაღაზია იმკვიდრებს თავს. ბაზარზე არსებულ ტენდენციებს კი ყოველთვის მოჰყვება საპასუხო რეაქცია. ამ შემთხვევაში, ისეთი მზა პლატფორმებია, რომლებიც ბიზნესმენებს უადვილებს „ონლაინ“ მაღაზიის შექმნას, მნიშვნელოვნად უმცირებს დიზაინერებსა თუ დეველოპერებზე გასაწევ ხარჯებს, გამყიდველს კი ეხმარება დროის დაზოგვასა და „ონლაინ“ ვაჭრობის პროცესის დაჩქარებაში“.

UniPAY-ის, წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანია, 2010 წლიდან ბევრ გლობალურ პროდუქტზე აძლევს წვდომას ქართველ მომხმარებლებს, მათ შორისაა: iTunes, Google play, Steam, XSOLLA, Play Station, Spotify, Xbox.

„ასევე, აქტიურად ვართ ჩართულები საქართველოში ელ. კომერციის განვითარების პროცესში. უკვე დიდი ხანია, უამრავი ქართული „ონლაინ“ მაღაზია „უნიფეის“ გადახდის სისტემებით სარგებლობს.“

[R]

განხილვა