in

ყუთი, რომელიც მხოლოდ ჩახუტებით იხსნება — UNIQLO-ს კამპანია

Hug to Unlock…

UNIQLO-ს ფრანგი მომხმარებლებისთვის მხოლოდ ერთი პირობა აქვს: თუ ზამთარში თერმული სამოსით სურთ გათბობა, ჯერ ეს ერთმანეთის ჩახუტებით უნდა მიიღონ… ცოტა დამაბნევლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ეს იდეა იმალება Hug to Unlock-ის კამპანიის უკან. საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში დიდი ყუთი დადგეს, რომლის გახსნაც მომხმარებლებს მხოლოდ ჩახუტებით შეეძლოთ. თუ მარტო იყვნენ, ვიღაც უნდა ეპოვათ, მთავარი აქ ჩახუტება იყო და ჩახუტების საზომის ყვითლიდან წითელი ფერისკენ ასვლა… და რა ხდება, როცა ყუთი იხსნება? 

BOG

მომხმარებლები საჩუქრად UNIQLO-ს თერმულ HeatTech სამოსს იღებენ, თუმცა გააჩნია, სად გაჩერდება მათი ჩახუტების საზომი — HeatTech Extra Warm უფრო ცივი გარემო პირობებისთვისაა, HeatTech Ultra Warm კი ექსტრემალური პირობებისთვის. როგორც გვეუბნებიან, სინთეტიკური ქსოვილების ნაზავია, რომელიც სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, ტექსტურა მაინც თხელი, მსუბუქი და სასიამოვნოა, რაც მას მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. თუმცა როგორიც არ უნდა იყოს UNIQLO-ს თერმული სამოსი, ფაქტია, ისინი იაზრებენ, რომ მთავარი ადამიანური კავშირებია…

Hug to Unlock-ის კამპანიაზე მარკეტინგულმა სააგენტო The Pill-მა იმუშავა.

„ევროპაბეთი”, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი – კომპანიამ გლობალური ჯილდო მოიპოვა

GEO11 VS Inter Forever — მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!