in

UNIQLO იწყებს კამპანიას „მშვიდობა ყველასთვის“

მშვიდობისა და თავისუფლების აღსანიშნავად, UNIQLO-მ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის ახალი ფონდების მოზიდვის ინიციატივა წამოიწყო. კერძოდ, საუბარია მათზე, ვინც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს სიღარიბის, დისკრიმინაციის, ძალადობის, კონფლიქტისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულებს.

პროექტი, სახელწოდებით PEACE FOR ALL მაისურებს იყენებს, რომლებიც ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების დარგში ცნობილი პროფესიონალების მიერ შეიქმნა. მათ შორის არიან ჰარუკი მურაკამი, ინეს დე ლა ფრესანჟი, ტადაო ანდო და სხვ.

მაისურები სიმბოლოა მშვიდობისა და ერთიანობის… ორგანიზატორებს კი იმედი აქვთ, რომ კამპანია ერთგვარ სინათლეს შეიტანს სახლებიდან იძულებით დევნილთა მდგომარეობაში და სხვა მარგინალიზებულ თემებსაც მოჰფენს შუქს.

გაყიდვებიდან მიღებული თანხის დიდი ნაწილი ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს გადაეცემა. და როგორც UNIQLO ვარაუდობს, კამპანია საკმაოდ დიდ ყურადღებას მიიპყრობს

მცენარეული სპრეის საფარს საკვების შესაფუთად გამოიყენებენ

როგორ დავძლიოთ უცნობი შიშები?