in

როგორ იქცა ტაიპო ბრენდის სახელწოდებად? — UNIQLO

მოდის გლობალური ბრენდი Uniqlo ცნობილია თავისი მინიმალისტური საფუძვლებით და ინოვაციური LifeWear კონცეფციით. თუმცა დღეს მის ლოგოსა და დასახელებაზე ვისაუბრებთ: ის ორი სიტყვის გაერთიანებით შეიქმნა — Unique და Clothing. თუმცა მოსალოდნელი C-ს ნაცვლად სიტყვანიშანში Q წერია. ამ ერთი შეხედვით მიზანმიმართულ არჩევანს საოცრად დაუჯერებელი წარმოშობის ისტორია აქვს.

BOG
BOG

Uniqlo-ს ისტორია 1984 წლიდან იწყება — პირველად ვრცელი სახელწოდებით გამოჩნდა იაპონიაში: Unique Clothing Warehouse. კომპანიის მიზანი უნიკალური ტანსაცმლის წარმოება იყო — „Uni-Clo“. თუმცა 1988 წელს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესის დროს შეცდომა გაეპარათ. ბრენდის ოფიციალური სოციალური მედიის არხების თანახმად, პერსონალის წევრმა არასწორად წაიკითხა C, როგორც Q. ასე იქცა ბრენდის სახელწოდებად Uniqlo.

ცხადია, ამ შეცდომის გამოსწორება შეიძლებოდა, მაგრამ Uniqlo-ს დამფუძნებელმა ტადაში იანაიმ მოულოდნელი შესაძლებლობა დაინახა. „Q“-ს უნიკალური ესთეტიკით დაინტერესებულმა გადაწყვიტა, ხარვეზს შეჰგუებოდა და გამორჩეულობა ენახა ამ ყველაფერში.

როგორ მოუტანა საქართველოს პირველი გრან პრი Cannes Lions-ზე Metro Production-ის ნამუშევარმა!

„სინერჯი ჯგუფი“ მსხვილ კომპანიებს უფასოდ სთავაზობს მართვის სისტემების დიაგნოსტიკას – რას გულისხმობს ეს?