in

ქართული შემოქმედებითი ბრენდი და წარმატებულ ბიზნესად ქცეული ბავშობის გატაცება – პრემიუმ კლასის ავტო მომსახურების სერვისი unirent

ავტომობილების გაქირავების სერვისი Unirent ბაზარზე, სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მაშინ კომპანიის დამფუძნებელი რატი ჯანაშია მარტო უძღვებოდა საქმეს – თავად იღებდა შეკვეთებს და სერვისსაც პირადად აწვდიდა. ბიზნესი თანდათან გაფართოვდა, გაუმკლავდა პანდემიურ გამოწვევებს და დღეს, 50-მდე ავტომობილსა და გამოცდილ თანამშრომლებს აერთიანებს. კომპანია სერვისის ხარისხით გასაკუთრებით ამაყობს და თვლის, რომ ამ სფეროს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. როგორ შეიქმნა და რას მოიცავს Unirent-ის სერვისები, რატი ჯანაშიამ გვიამბო.

რატი ჯანაშია, დამფუძნებელი

M: რა სახის სერვისებს გვთავაზობს Unirent?

გვაქვს ორი ტიპის პროდუქტი. ერთ-ერთია ავტოგაქირავება, რომელშიც გვაქვს პრემიუმ და ბიზნეს შეთავაზებები და გვაქვს ავტომომსახურება, რომელშიც ჰოსპიტალურ და ტურისტულ ობიექტებთან ერთად, ვემსახურებით უცხოელ სტუმრებს. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სასტუმროსთან, ვხვდებით ტურისტებს და უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას ქალაქგარეთ. რაც შეეხება ავტოგაქირავებას – მომხმარებლები საიტის მეშვეობით ქირაობენ ავტომობილებს.

M: როგორ დაფუძნდა და ჩამოყალიბდა თქვენი კომპანია?

კომპანია ჩამოყალიბდა 4 წლის წინ. მაშინ პირადად ვპასუხობდი სატელეფონი ზარებს და მომხმარებელთან უშუალოდ მიწევდა კომუნიკაცია. სხვადასხვა სფეროში ორგანიზაციული გამოცდილება დამეხმარა კომპანიის განვითარებასა და მართვაში. ბავშობიდან მიტაცებდა ავტომობილები. ადრეულ ასაკში შევიძინე ავტომობილი და გადავწყვიტე ჩემი გატაცება საქმედ გადამექცია. დავამატე მეორეც და ნელ-ნელა შევუდექი გაქირავებას. ხუთი ავტომობილის შეძენის შემდეგ, შევქმენი ბიზნეს გეგმა, მოვიძიე ინვესტორი და ვისარგებლე საბანკო მომსახურებით. დღევანდელი დღის მდგომარეობით კომპანიის არსებული ავტოპარკი შეადგენს 50 მდე ავტომობილს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმებულ პირთა რაოდენობამ 35 პირს მიაღწია და ყოველ თვიურად იზრდება.

M: როგორ დაანახეთ მომხმარებელს თქვენი სერვისის უპირატესობა, კონკურენტებთან შედარებით?

2018 წელს, როდესაც Unirent შეიქმნა, კონკურენცია თითქმის არ არსებობდა. დღესდღეობით, ჩვენი კომპანია გამოირჩევა იმით, რომ შედგება ახალგაზრდა მოტივირებული, გამოცდილი თანამშრომლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ შევქმენით ლოკალური ბრენდი, მაქსიმალურად ვცდილობთ დაცულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტები, გამოვირჩეოდეთ სიფრთხილით და მომხმარებლებზე ვიყოთ მაქსიმალურად მორგებულნი. სტანდარტები გულისხმობს, ავტოპარკის ხშირ განახლებას და საწვავზე მომუშავე მანქანების ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით ჩანაცვლებას.

რატი ჯანაშია, დამფუძნებელი

M: განვითარების რა ეტაპები გაიარა კომპანიამ?

ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პანდემია. დღის მანძილზე, 3000 ადამიანის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა გვიწევდა. ეს იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებდა. ამან, ავტომომსახურების სფეროში, კომპანიის საგრძნობლად განვითარება განაპირობა. ვემსახურებოდით დიდ ბანკებსა და კორპორაციებს. ძალიან რთული იყო ამ რეჟიმში მუშაობა, თუმცა სირთულეები გადავლახეთ, მივიღეთ გამოცდილება და გავძლიერდით.

M: როგორ მიაღწია კომპანიამ ხარისხიან სერვისს?

ხარისხში იგულისხმება, პირველ რიგში, თანამშრომლები, მაღალი ორგანიზაციული კულტურა. კომპანიის განვითარებაზე დიდი გავლენა სექტორულმა ზრდამ და წესრიგმა მოახდინა.

M: როგორ ხდება თანამშრომლების გადამზადება და მიღება?

როდესაც კომპანიას ესაჭიროება მძღოლი, ტარდება გასაუბრება. მძღოლმა, გამოცდილების ქონასთან ერთად, აუცილებელი პირობაა იცოდეს უცხოური ენებიც. ამის შემდგომ, გვაქვს 2 კვირიანი საცდელი პერიოდი. ამასთან, უკვე მოქმედ და გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ტარდება ტრენინგი. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან მძღოლი არის ჩვენი კომპანიის პირველი პირი, რომელსაც სტუმართან უშუალო კომუნიკაცია აქვს. მძღოლისა და მგზავრის ურთიერთობა მხოლოდ ტრანსპორტირებას არ მოიცავს, პირველ რიგში მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე ვზრუნავთ და ამაში მძღოლები დიდ როლს თამაშობენ.

M: რას გულისმობს კამპანია, რომელსაც იწყებთ?

კამპანია დაიწყება მომდევნო კვირიდან და 1 თვის მანძილზე გაგრძელდება. ვიმუშავებ მძღოლის პოზიციაზე და გუნდს ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ. ჩემი მიზანია, წარმოვაჩინო თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია მძღოლის პროფესია. ამ კამპანიის სამიზნე აუდიტორია, სწორედ ტურისტული ობიექტებია. ამის შედეგად მეცოდინება ზუსტად თუ რა სუსტი მხარეები აქვს კომპანიას და რა სფეროში ესაჭიროება გაძლიერდება.

გიორგი ბუნტური, ოპერაციული დირექტორი

M: რა სერვისების დამატებას გეგმავთ მომავალში?

ვმუშაობთ ახალი მიმართულების დამატებაზე – ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა და ჩამოყვანა. ჩვენი ოფისი, რომელიც მდებარეობს ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე და 25 ადგილიან სადგომს მოიცავს, 2015 წლის შემდეგ გამოსული ავტომობილების სხვადასხვა მოდელით დაიტვირთება. რეალიზება გარანტიით მოხდება და შევთავაზებთ შეღავათებს.

[R]

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

2022 წელს JTI აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად საქართველოში, ევროპაში და გლობალურად