5
Dec
2018

UniSHOP – ონლაინ მაღაზიის დამოუკიდებლად შექმნა უკვე შესაძლებელია

5 Dec 2018

UniSHOP ელ-კომერციული პლატფორმაა. მისი საშუალებით, სტარტაპერები და დამწყები მეწარმეები, ონლაინ მაღაზიას დამოუკიდებლად შექმნიან და ასევე შეძლებენ პირველად საქართველოში პირდაპირ Facebook-დან გაყიდონ პროდუქცია.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

„ეს ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს, ონლაინ გაყიდოს პროდუქტი ან მომსახურება. UniSHOP-ის დახმარებით, თავიდან აიცილებთ ონლაინ რეალიზაციის დაწყებამდე არსებულ დროში გაწელილ პროცედურებს: დეველოპერების გუნდის დაქირავებას, დომენის შეძენას, ჰოსტინგის შეძენას, დიზაინის აწყობას, ონლაინ გადახდების ინტეგრაციას და ა.შ. ამიტომ, თუ აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ დამოუკიდებლად, ტექნიკური ცოდნის გარეშე, ონლაინ მაღაზიის შექმნა და ფიქრობდით, რომ საქართველოში Facebook-დან გაყიდვა შეუძლებელი იყო – ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა“.

როგორც UniSHOP-ის წარმომადგენლები ამბობენ, მათი ვებგვერდის საშუალებით, ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად, რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო და დასაწყისისთვის მომხმარებელს შეუძლია 14 დღიანი უფასო ვერსიით ისარგებლოს.

„მომხმარებელი რეგისტრირდება ვებგვერდზე: unishop.ge, შეჰყავს მხოლოდ მაღაზიის სახელი, მეილი და პაროლი; მას ავტომატურად ენიჭება ქვე-დომენი, ხოლო სურვილის შემთხვევაში, აქვე იძენს ან გადმოაქვს სასურველი დომენ; აწყობს მაღაზიის დიზაინს დამოუკიდებლად და ძალიან მარტივად, ტვირთავს პროდუქციის ფოტოებს, აღწერას და ფასებს; შეუძლია მაღაზია მიაბას Facebook Page-ს და პირველად საქართველოში გაყიდოს პირდაპირ Facebook-ზე“.

რაც შეეხება ონლაინ გადახდებს, როგორც UniSHOP-ში ამბობენ, მათ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს UniPAY Checkout -ით და მიიღოს გადახდები: საკრედიტო ბარათებით (VISA, Mastercard, AMEX), ელექტრონული საფულით (UniPAY Wallet) და პირველად საქართველოში, QR კოდითაც კი (QR Pay).

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებელს შეუძლია, ონლაინ მაღაზია მობილური აპლიკაციითაც მართოს – დაამატოს ან ამოიღოს პროდუქტები, მიუთითოს ფასები, შეცვალოს პარამეტრები, აკონტროლოს მარაგები, შეამოწმოს შეკვეთები რეალურ დროში ნებისმიერ დროსა და ადგილზე.

„ასევე, შესაძლებელია მიუთითოს ადგილზე მიტანის სხვადასხვა მეთოდი ან მომხმარებლებს მისცეს საშუალება, თავად მოაკითხოს პროდუქტს. გარდა ამისა, მის ონლაინ მაღაზიაში ინტეგრირებულია ფასდაკლების და პრომო აქციების ფუნქცია“.

აღსანიშნავია, რომ UniSHOP საერთაშორისო ელექტრონული კომერციული პლატფორმა Ecwid-ის პარტნიორია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 175 ქვეყანაში 1.5 მილიონ ონლაინ მაღაზიას ემსახურება.

„კომპანია „უნიშოპი“, Ecwid-თან ერთად, ქართულ ბაზარზე ავითარებს ისეთ სწრაფ მოდულებსა და ხელსაწყოებს, რომელიც სტარტაპერს აძლევს საშუალებას, იაფად და მარტივად შექმნას ონლაინ მაღაზია და მიიღოს ონლაინ გადახდები პირდაპირ Facebook-ზე“.

[R]

განხილვა