ოფისი თბილისში. Excel-ის ცხრილები, ფერებად მონიშნული დავალებები. ფაილებად გაბნეული ლიდები – ალბათ, შენც იცნობ ამ სურათს. იდეები ბევრია, დრო – არა.
ახლა ამ ყველაფრის გაერთიანება Unitty.io-ს სივრცეში შეგიძლია. ესაა Zoho-სთან პარტნიორობით შექმნილი, ქართულ ბაზარზე პირველი სრულფასოვანი CRM სისტემა.
Unitty, კომპანია, რომელსაც უკვე 300-ზე მეტი კლიენტი ჰყავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მრავალი წელია, ქმნის ცალკეულ ციფრულ სისტემებს, რომელიც ყველა ეტაპის ავტომატიზაციას ახდენს.
ახლა, Gegidze-ს მიერ კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, Unitty.io-ს გუნდმა გააერთიანა გაყიდვების ზრდისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ის ინსტრუმენტები, რომლებიც აქამდე ცალკეულ გადაწყვეტილებებად არსებობდა. ლიდების გენერაცია, კომუნიკაცია, დავალებების კონტროლი, ანალიტიკა და ავტომატიზაცია – ერთ პლატფორმაშია თავმოყრილი.
Unitty.io არის წლების გამოცდილებით დახვეწილი ეკოსისტემა. ის არ არის უბრალოდ მორიგი CRM. თუ სხვა CRM სისტემები ქმნის ინსტრუმენტებს, Unitty სწავლობს ამ ინსტრუმენტებს და გადააქცევს გადაწყვეტილებებად.
ფასი: მხოლოდ €19 თვეში.
შედეგები: საშუალოდ +40% გაყიდვები, −25% ხარჯები, −15 სთ/კვირა ხელით შრომა.
მხარდაჭერა: ქართულად.
უსაფრთხოება: ბანკის დონის დაშიფვრა.

Unitty.io – ბიზნესის მართვის ახალი სტანდარტი
დღეს ტექნოლოგიები კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს. როცა სხვები ჯერ კიდევ ეძებენ ცალკეულ ინსტრუმენტებს, შენ შეგიძლია გამოიყენო გამზადებული გადაწყვეტილებები, რომელიც 10 წლის განმავლობაში, 300-ზე მეტ კლიენტთან თანამშრომლობით პრაქტიკასა და ბაზრის კვლევას ეფუძნება.
Unitty.io გთავაზობს არა უბრალოდ CRM-ს, არამედ სრულად აწყობილ სისტემას, რომელიც შენს ინდუსტრიას, პროცესებსა და მიზნებს ერგება.
ამ გამოცდილებით შექმნილი გადაწყვეტილებები შენთვის ხელმისაწვდომია საშუალოდ 5-ჯერ უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მსგავსი საბაზრო პროდუქტები.
Unitty.io მუდმივად განახლდება, არა უბრალოდ ფუნქციების დამატებით, არამედ რეალური ბაზრის ცვლილებებზე და მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით. თუ გჭირდება სპეციალური ფუნქცია ან ინდივიდუალური მოდული, Unitty ამასაც შეძლებს.
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ ამ პროცესში მარტო არ იქნები.
Unitty გთავაზობთ სრულ ინტეგრაციულ სერვისს: დანერგვას, ტრენინგს, განვითარებასა და მუდმივ კონსულტაციებს.
კომუნიკაცია ორმხრივია: შეგიძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდე ტექნიკურ გუნდს, ის კი აქტიურად დააკვირდება სისტემის მუშაობას, სწავლობს შენი ბიზნესის რეალური გამოცდილებიდან და აუმჯობესებს პროდუქტს. Unitty არის ტექნოლოგია, რომელიც იზრდება შენთან ერთად.
კონკრეტულად რას გთავაზობს Unitty
ყველა ლიდი ყველა წყაროდან
რეკლამიდან, სატელეფონი ზარიდან თუ სოციალური მედიის ფორმიდან შემოსული ლიდები ერთიან, დაცულ ბაზაში გროვდება. სისტემა ავტომატურად ანაწილებს მათ გუნდზე, ამატებს შესაბამის შეხსენებებს და ააქტიურებს საჭირო ავტომატიზაციებს: გეგმავს იმეილებს, ზარებს…
ბიზნესის სრული ხედვა და ანალიტიკა, ნაკლები ქაოსი
Unitty.io ინახავს ყველაფერს: ვინ, როდის და რას აკეთებს. და ზუსტ მონაცემებზე დაყდნობით, იღებ ბიზნესის წარმატებულ გადაწყვეტილებებს
ხედავ თავიდან ბოლომდე: სად იშლება პროცესი, ვის რომელ ეტაპზე სჭირდება დახმარება, რომელი პრობლემა ითხოვს გადაუდებელ ყურადღებას; აღარ ხარ მხოლოდ გაყიდვების ციფრებზე დამოკიდებული, რეალურად გესმის, რა ხდება გუნდში.
უსაფრთხო და კონტროლირებადი ბაზა
ფაილები დაცულია ქლაუდზე. წვდომები განაწილებულია როლებით, მონაცემები დაშიფრულია.
ციფრებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
რეპორტებში ხედავ რეალურ სურათს: არხებით, მიზეზებით, ეტაპებით. სტატუსის შეცვლა ხდება მიზეზის მითითებით, რაც ანალიტიკას ზუსტსა და გამჭვირვალეს ხდის.
ავტომატიზაციები და ხელოვნური ინტელექტი, რომლებითაც დროს დაზოგავ
დაზოგე დრო მარტივად. ორი დაწკაპება საკმარისია: სისტემა აგზავნის შეტყობინებებს, აწყობს follow-up-ს, ამზადებს ინვოისებს და ხელშეკრულებებს. ყველაზე რუტინულ პროცესებს Unitty.io გაუმკლავდება.
ქართული მხარდაჭერა და კონსულტაციები
Unitty.io არ ტოვებს მომხმარებელს მარტო. Gegidze-ს, ბიზნესისა და ტექნოლოგიური კონსულტაციების სააგენტოს გუნდი გეხმარება სისტემის გამართვაში, შედეგების ანალიზსა და პროცესების გაუმჯობესებაში ყოველთვე, თან – ქართულად.

გაყიდვები იზრდება ავტომატურად
Unitty.io-ს მთავარი ძალა მისი გაყიდვების მოდულია.
ის აკვირდება თითოეულ კლიენტს, ურთიერთობებსა და ტენდენციებს, შემდეგ კი ქმნის სურათს: ვისთან უნდა იმუშაო დღეს, ვინ კარგავს ინტერესს და ვინ არის შენთვის მომგებიანი.
ახლა წარმოიდგინე:
იგივე ოფისი თბილისში, იგივე მეწარმე, მაგრამ Unitty.io-სთან ერთად, ეკრანზე სხვა სურათია.
დღე იწყება პატარა შეტყობინებით: „ერთი კლიენტი ელოდება ზარს.“ ღილაკზე დაჭერით იგზავნება შეთავაზება, ინიშნება ზარი.
შენ უბრალოდ მუშაობ, სისტემა კი შენ ნაცვლად ფიქრობს. გაყიდვების შეხვედრებზე აღარ ისმის ფრაზა, „ვინ რა გააკეთა?“ Unitty-სთან ერთად ყველაფერი ნათელია: რა მოხდა გასულ კვირას, სად გაჩერდა კომუნიკაცია, რომელი გაყიდვა იყო ყველაზე პროდუქტიული.
შენ კი მხოლოდ ხედავ ციფრებს, რომლებიც ნელ-ნელა იზრდება. აქ სტატისტიკა რეალობად იქცევა: გაყიდვების ეფექტურობის ზრდა 40%-ით და არცერთი დაკარგული შესაძლებლობა.

საქართველოში შექმნილი პროდუქტი ქართველებისთვის.
რაც ყველაზე მთავარია: ეს პროდუქტი ქართველებმა ქართველებისთვის შექმნეს.
სრულიად ქართულ ენაზე, ქართული მხარდაჭერით და იმ რეალობის გათვალისწინებით, სადაც ბიზნესს ხშირად ერთი ადამიანი აწარმოებს ათის ნაცვლად.
Unitty-ს გუნდთან ერთად ყოველი მომხმარებელი ყოველთვე მიიღებს ბიზნესკონსულტაციას, რომ გაიგოს, როგორ გაზარდოს გაყიდვები, მოარგოს სისტემა თავის გუნდს და ააწყოს სტრატეგია ისე, რომ შედეგი რეალურად ნახოს. ეს მომსახურება მრავალენოვანია და, მათ შორის, ქართულსაც მოიცავს.
ეს არის პარტნიორობა, სადაც ტექნოლოგია და ადამიანური გამოცდილება ერთად მუშაობს შენი ბიზნესის განვითარებისთვის.
იქ, სადაც ბიზნესი და ტექნოლოგია ერთმანეთს ხვდება
Gegidze-ს მიზანი მხოლოდ ახალი CRM-ის შექმნა არ არის. Gegidze ქმნის საფუძველს ქართული ბიზნესის ეკოსისტემისთვის, სადაც ყოველი ნაწილი, გაყიდვები, ფინანსები, ბუღალტერია, ადამიანური რესურსები, ერთიანად მუშაობს.
არც Unitty.io-ს ცენტრალური ფიგურაა ავტომატიზაცია ან ანალიტიკა. მისი მთავარი პერსონაჟები ისევ ადამიანები არიან: დამფუძნებლები, გუნდები, კლიენტები. სისტემა მათ ეხმარება, აძლევს დროს ფიქრისთვის, კონცენტრაციისთვის, ზრდისთვის.
სწორედ ესაა Unitty-ს ინოვაცია: არა ადამიანების ძალისხმევის ჩანაცვლება, არამედ მათთვის დროისა და სივრცის დაბრუნება, რომ აკეთონ ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია.
დროა იმუშაო არა უფრო მეტად, არამედ უფრო ჭკვიანურად.
გაიგე მეტი Unitty.io-ს შესახებ.
[პარტნიორის კონტენტი]











