in

Virgin Galactic-ის ხომალდმა კოსმოსური ზღვარი გადაკვეთა!

კომპანია 2022 წლამდე კიდევ ორ საცდელ ფრენას გეგმავს

veon
veon

მილიარდერმა სერ რიჩარდ ბრენსონმა, Virgin Galactic-ის სარაკეტო თვითმფრინავით Unity 22 წარმატებით მიაღწია ზღვარს, რომლის მიღმაც ოფიციალური განმარტებით კოსმოსი იწყება – იგი დედამიწის დატოვებიდან დაახლოებით ერთ საათში უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე.

“ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი შეგამზადებთ კოსმოსიდან დედამიწის ნახვის ემოციისთვის – ეს ყველაფერი უბრალოდ ჯადოსნური იყო” – თქვა ბრენსონმა ფრენის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოგზაურობამ რიჩარდ ბრენსონი კოსმოსური ტურიზმის პიონერად აქცია, რომელმაც საკუთარი საფრენი ხომალდი გამოიყენა, ნაცვლად ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკისა. მისიის დროს ბიზნესმენს თან ორი მფრინავი ახლდა, დეივ მაკკე და მაიკლ მასუჩი; ასევე, კომპანიის სამი თანამშრომელი – ბეთ მოსე, კოლინ ბენეტი და სირიშა ბუნდა.

“თან ბლოკნოტი მქონდა და 30-40 პატარა რამ ჩავინიშნე, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს, კოსმოსში გასვლა უფრო მარტივ გამოცდილებად აქციოს. ზოგჯერ ამ წვრილმანების პოვნის ერთადერთი გზა კოსმოსურ ხომალდში ჩაჯდომა, კოსმოსში გასვლა და საკუთარი მოგზაურობაა” – აღნიშნავს რიჩარდი.

აღსანიშნავია, რომ 600-მდე ადამიანმა უკვე შეიტანა დეპოზიტები Virgin Galactic-ის ბილეთებისთვის, რომელთა ღირებულებას 250 000 დოლარამდე იქნება. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც ზემოთ ხსენებული ზღვრის მიღწევა და ხუთ წუთიანი ნულოვანი სიმძიმის განცდა სურთ. ხომალდი შექმნილია იმისათვის, რომ ადამიანებმა ულამაზესი ხედით ტკბობა და რამდენიმე წუთიანი ნულოვანი სიმძიმის განცდა შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია უკვე დიდი ხანია, კოსმოსური ტურიზმის სფეროთია დაინტერესებული – თავდაპირველად, კომპანიის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი აცხადებდა, რომ კომპანია კოსმოსში 2009 წელს გავიდოდა. ეს ხომალდ VSS Enterprise-ით უნდა მომხდარიყო. თუმცა ტექნიკურმა სირთულეებმა, მათ შორის, 2014 წლის ფატალურმა ფრენამ, პროექტი რთულ გზაზე დააყენა.

ახლა კი, როდესაც Unity 22-მა 85 კილომეტრის ზღვარი გადალახა, ბრენსონის მიზანი მიღწეულია. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ NASA და აშშ-ს საჰაერო ძალები კოსმოსსა და დედამიწას შორის ზღვარს 80 კილომეტრის სიმაღლეზე ავლებენ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის აერონავტიკის საერთაშორისო ფედერაცია (FAI), ამ ზღვარს 100 კილომეტრის სიმაღლეზე ავლებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ხომალდის მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 90 კილომეტრს აღწევს.

ბრენსონის გეგმის თანახმად, Virgin Galacticის კოსმოპლანის კომერციული ექსპლოატაციის დაწყებამდე, კიდევ ორი საცდელი ფრენა ჩატარდება. თუ ისინი წარმატებით ჩაივლის, 2022 წელი კოსმოსური ტურიზმის განვითარების ეპოქად გამოცხადდება…

ქართულენოვანი და საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაცია, Liffit – ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამებით

ვირტუალური რეალობის სათვალეს ტკივილის შემსუბუქება შეუძლია!