in

მუსიკალური გამომცემლობა Universal საქართველოში პირდაპირ წამომადგენლობას ხსნის

საქართველო დიდი მუსიკალური გამომცემლობებისა და რექორდ ლეიბლების (Warner, Sony და სხვა) მიერ იფარებოდა და ჯერ კიდევ იფარება, არა პირდაპირ, არამედ რუსეთის რეგიონული ოფისების გავლით. 29 ივნისიდან კი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მუსიკალურ გამომცემლობას – Universal Music Publishing Group-ს (UMPG) საქართველოში პირდაპირი წარმომადგენლობა ექნება. ამის შესახებ მარკეტერს საქართველოში Universal-ის პირდაპირმა წარმომადგენელმა ქართულმა კომპანიამ – GMI Rights Managment (GMI)-მა აცნობა.

მსგავსი პირდაპირი წარმომადგენლობის გახსნა წარმოადგენს პირველ პრეცედენტს საქართველოში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან არსებული ურთიერთობების ფონზე. Universal-ის შემთხვევა ადასტურებს, რომ საქართველო, ამ მხრივ, საინტერესო ქვეყანა გახდა და ეს მაგალითის მიმცემი იქნება სხვა დიდი მსოფლიო მოთამაშეებისთვისაც“, – აცხადებენ Universal-ის ქართულ წარმომადგენლობაში.

აღსანიშნავია, რომ Universal-ს აქვს 47 წარმომადგენლობა მსოფლიოს 45 ქვეყანაში და მართავს ისეთი არტისტების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან: Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Justin Bieber, Miley Cyrus, Eminem, Selena Gomez, Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და ბევრი სხვა.

2019 წლის 29 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, Universal-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართება და ხელი მოეწერება მისი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) გაწევრიანების ხელშეკრულებას. პრეზენტაციას სხვა ფუნქციაც აქვს – მას დაესწრებიან ქართული მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებსაც მიეწოდებათ ინფორმაცია GCA-ს ფუნქციებისა და კატალოგის ლიცენზირების სპეციფიკის შესახებ.

მთაწმინდის პარკში ზუთხისებრთა დასაცავად ღონისძიება გაიმართება

მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანი – მხოლოდ 1 სტუმრისთვის