in

Universal Pictures-ის სკაუტები, თბილისში, მასტერკლასს ჩაატარებენ

საქართველოში Universal Pictures-ის ამერიკელი სკაუტები ილტ ჯონსი, ლორი ა. ბალტონი და პიტერ გლუკი ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს გაეცნობიან. ასევე, მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც სააგენტოში „აწარმოე საქართველოში” ამბობენ, Universal Studios საქართველოში ფილმების წარმოებით კვლავ დაინტერესებულია.

„საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში წამყვანი Universal Studios კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ილტ ჯონსი, ფრენჩაიზისთვის „ფორსაჟი“ სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, საქართველოში გამოცდილი ამერიკელი სკაუტები ჩამოვიდნენ. ვიზიტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. “

სტუმრებისთვის შედგენილი ტური 14 – 18 სექტემბრის ტარდება.

18 სექტემბერს, 11:00 საათზე ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის. შეხვედრაზე Universal Studios-ს წარმომადგენლები საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, ისაუბრებენ ლოკაციების დათვალიერებისა და შერჩევის სპეციფიკაზე.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა,დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ სპეციალურ საკონტაქტო პირს, მეილზე:  [email protected]

საქართველოში კინო ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ტურის მეორე ეტაპი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ქვეყანას კვლავ ესტუმრებიან Universal Studios-ის გავლენიანი პროდიუსერები, რომელთაც არაერთ მაღალბიუჯეტიან, წარმატებულ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი“.

„აწარმოე საქართველოში” ამბობენ, რომ ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ამ სექტორის წარმატება საქართველოში ეკონომიკის წინსვლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო კინო ინდუსტრიის ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიც არის Universal Studios, კრეატიული ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, ამბობს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი კი თვლის, რომ  შემოქმედებითი ინდუსტრიების ეს ტური ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების გაზრდას და ახალი სამუშაო ძალის შექმნას. ასევე, გაზრდის შემოსავლებს ამ მნიშვნელოვან სფეროში“.

„ჩვენი პროგრამა თანამშრომლობს სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“, საქართველოს კინოკლასტერთან და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრთან, რათა ქვეყანაში ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარებასა და მისი ცნობადობის ამაღლებას. ამისათვის  მნიშვნელოვანია, მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რანგის წარმომადგენლებს, სატელევიზიო და ფილმის სფეროდან, გავაცნოთ საქართველოს უნიკალური ისტორია და მთავარი ღირებულებები“. 

Universal Studios-ის წარმომადგენლების შესახებ 

ილტ ჯონსი: მისი ნამუშევრები ასოცირებულია ისეთ ფილმებთნ როგორიც არის Captain Marvel (2019), Transformers (2007) and Iron Man. როგორც სკაუტს მას აქვს მიღებული მრავალი ჯილდო, მათ შორის 5 COLA – ს ჯილდო.

ლორი ა. ბალტონი: აქვს მიღებული არაერთი საერთშორისო ჯილდო პროფესიული საქმიანობისთვის. მან მიიღო ხუთი COLA -ს (California on Location Awards) ჯილდო შესანიშნავი ადგილების შერჩევისთვის, ასევე, 2017 წელს მას მიანიჭეს LMGI-ს საპატიო ჯილდო. ლორი ასევე გახლავთ LMGI Compass-ის ჟურნალის რედაქტორი. ბალტონს ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ ფილმებზე, როგორიცაა Once Upon a Time in Hollywood; Transcendence; Pirates of the Caribbean: On Stranger Tides; Inception, ა.შ.

პიტერ გლუკი: გახლავთ ლოკაციების შერჩევის მენეჯერი და აქვს ნამუშევარი ისეთ ფილმებზე როგორიცაა Captain Marvel; Eagle Eye; Takers; Mission: Impossible – Rogue Nation etc. მას მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის 6 COLA -ს (California on Location Awards) ჯილდო.

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის შესახებ

„აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

პროგრამის ფარგლებში, გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15,795 დროებითი სამუშაო ადგილი.

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ  $17.8 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

CarBox – ექსკლუზიური სასაჩუქრე ნაკრები ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისათვის

იაშვილის საავადმყოფოს ინოვაციური მიდგომა ლაბორატორიულ მედიცინაში – VR სათვალეები პაციენტებისთვის