in

მასშტაბური ექსპანსია ბაზარზე – რა შედეგები აქვს „უნივერსალ ტრანზიტს“ საქართველოში შემოსვლის შემდეგ

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე ამერიკულმა კომპანია Universal Transit-მა შემოაღო კარი. მაშინ კომპანიის ქართველმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, საქმიანობა მშობლიურ მხარესთან დაეკავშირებინათ და სატვირთო გადაზიდვებისა და მონიტორინგის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოდანაც დაიწყეს. კომპანია თავის გუნდში ათობით ადამიანს აერთიანებს. გუნდის წევრების უმრავლესობა ქართველი სპეციალისტები არიან. თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში სინქრონულად მუშაობენ. გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, „უნივერსალ ტრანზიტმა“ თანამშრომლებისთვის ახალი პროფესიების შესწავლა უზრუნველყო, რისთვისაც სპეციალური სატრენინგო პროგრამები ჩამოაყალიბა.

საქართველოს ბაზარზე ოპერირების განმავლობაში, „უნივერსალ ტრანზიტის“ მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა და სწორედ ამ შედეგებს მიმოვიხილავთ კომპანიის საოპერაციო ხელმძღვანელთან, გიორგი ბეგანაშვილთან ერთად.

M: ქართულ ბაზარზე ორი წლის წინ შემოხვედით. დღევანდელი შეფასებით, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

უნივერსალ ტრანზიტმა ამ წლის განმავლობაში მყისიერი ექსპანსია განიცადა, იმაზე გაცილებით უფრო მაღალი ვიდრე ველოდით. სულ რამდენიმე პარტნიორზე დამყარებული იმედით, კომპანიამ ფეხი საქართველოშიც აიდგა. შრომითი კაპიტალის შემოდინებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა რომ საქართველოში ჩამოგვეყალიბებინა არამხოლოდ ლოჯისტიკური ოპერაციების გუნდი, არამედ პროფესიონალების კოალიცია, რომელიც დღეს წინ უძღვის მრავალ ამერიკულ პარტნიორს სათავეში სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ: ფინანსური აღრიცხვა, საგზაო უსაფრთხოება, იურიდიული მომსახურება, ბიზნეს დეველოპმენტი, კვარტალური და წლიური ადგილობრივი მარეგულირებელი მიმართულების მიერ გამოცხადებული აუდიტები და მრავალი სხვა, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოში შემოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

M: როგორ შეაფასებდით ამ დროის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს?

საზომად გონივრულია, რომ სხვადასხვა მაჩვენებელი გამოვიყენოთ. 
 
პირველი, რასაც მოვიყვან მაგალითად არის საოპერაციო შემოსავალი, რომელსაც ჩავშლი წლების მიხედვით: 2021 – $2,000,000; 2022 – $8,000,000; 2023 – $10,000,000 პირველი სამი კვარტლის მონაცემებით.  
 
შემდგომ არ უნდა გამოგვრჩეს საოპერაციო მიმართულების ექსპანსია. საქართველოს გუნდმა დავიწყეთ მხოლოდ დისპეტჩერიზაციის განვითარებით, თუმცა ადამიანური რესურსის შემოდინებამ მოგვცა შესაძლებლობა ბიზნეს კლასტერინგი დაგვეწყო.  ვმუშაობდით როგორც მათზე ვისაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა/ლიცენზირება მოპოვებული იმისათვის რომ ოპერირებდეს ამერიკის გზებზე, ასევე ვინც ჯერ კიდევ 0-დან იწყებდა და გარდა იდეისა მეტი არაფერი გააჩნდა.  
 
ხაზი მინდა გავუსვა რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ინდივიდუალური თანამშრომლის პროგრესირებასთან ერთად ვითარდებოდა ჩვენი ტრენინგ ცენტრიც. დღეს-დღეობით ტარდება ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: დისპეტჩ ტრენინგები, ქომფლაიანს ტრენინგები, ფინანსური ტრენინგები და ეჯაილ პროექტ მენეჯმენტი. დასწრების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან უნივერსალ ტრანზიტი სთავაზობს ხალხს უნიკალურ გამოცდილებას, შეისწავლო ყველაფერი იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად მართო ბიზნესი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

M: რა იყო გუნდის ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილება?

რეინვესტირება არამატერიალურ აქტივებში. პროცესების ავტომატიზაცია გვაძლევს შესაძლებლობას ადამიანური რესურსის მინიმალური ჩართულობით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, ვპოზიციონირებთ როგორც ინოვატორები არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო ბაზარზეც, ყოველთვის მზად ვართ გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს მიუხედავად სირთულისა, ამგვარი მიდგომა გვქმნის განსხვავებულს სხვებისგან. ვფიქრობ სწორედ ამან განაპირობა ის რომ ყოველწლიურად ჩვენი გუნდი იზრდება და ვიპყრობთ ახალ მწვერვალებს. მრავალი დამწყები და გამოცდილი დეველოპერი შემოუერთდა უნივერსალ ტრანზიტის გუნდს, ყოველდღიურად მუშაობენ AI-ს და Data Science-ის განვითარებაზე ლოჯისტიკის ინდუსტრიაში, სათავეში გუნდს დეველოპმენტის 20+ წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები უდგანან, რომლებიც აქამდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობდნენ, თუმცა არჩევანი უნივერსალ ტრანსიტზე შეაჩერეს. პირველი ნაბიჯები არცერთი ბიზნესისთვის არის მარტივი, თუმცა არც შემდგომ მარტივდება, გააჩნია თუ რა მიზანს ისახავ. 

M: მკითხველს ერთ-ერთი ინტერვიუდან ახსოვს, რომ Universal Transit-ში დიდი ყურადღება ექცეოდა თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. როგორ განვითარდა გუნდი ამ წლის მანძილზე?

ჩვენი კომპანიისთვის თანამშრომლების კომფორტი დღესაც პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, რომ სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს პროდიქტიულობაზე, გუნდის წევრების შენარჩუნებაზე და ზოგადად ორგანიზაციის წარმატებაზე.  

გავზარდეთ კომუნიკაციის ხარისხი, როგორც პროფესიული კუთხით, ასევე თიმ-ბილდინგ აქტივობებით, რომელმაც უფრო შეკრა გუნდი და შექმნა მეგობრული გარემო. 
 
დამფუძნებელთა ისტორია იწყება საქართველოში შემდგომ კი ვითარდება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, პირველი მათთვის იყო რთული ადაპტაცია უცხო მარკეტზე, უცხო კულტურის მქონე სასზოგადოებაში. სანამ ჩაუდგებოდნენ კომპანიას სათავეში თავადაც დასაქმებულები იყვნენ და რომ არა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც უბიძგათ კიდევ შემდეგი ნაბიჯები გადაედგათ ალბათ ჩვენი ინტერვიუც არ ჩატარდებოდა დღეს. უნივერსალ ტრანზიტში ჩვენი მიდგომა არის ამერიკული მოდელის პირდაპირი ასლი და რა წარმატების გზაც გაიარეს დამფუძნებლებმა, იგივე გზას გავდივართ ჩვენ დღეს.

M: რა მასშტაბებზეა კომპანია, საერთაშორისო თვალსაზრისით?

დღესდღეობით გვყავს თანამშრომლები ცენტრალურ აზიასა, ევროპასა და ამერიკაში. უნივერსალ ტრანზიტი აერთიანებს გუნდს 150-ზე მეტი თანამშრომლისგან სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად საათობრივი სარტყელისა თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის პრობლემას არასდროს ვაწყდებით, პირიქით კულტურული მრავალფეროვნება და საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა უფრო საინტერესოს ხდის ნებისმიერი ახალწამოწეული სიახლის განხილვას.

M: როგორ გეგმავთ კომპანიის სამომავლო განვითარებას საქართველოში?

მრავალ პროფესიას შევხვდით 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოირჩეოდა მაღალი მოთხოვნით, თუმცა ძირითადად ამ პროფესიების კვალიფიკაციით ადამიანს შეეძლო მხოლოდ საქართველოს ფარგლებს შიგნით განვითარებულიყო. თანამედროვე ცხოვრებაში ეს ბარიერი გარღვეული არის, ვხვდებით რომ არჩევანი დასაქმებულზე არის თუ რა გზას და რა პროფესიას აირჩევს. ჩვენი მიზანი შედგება იმაში, რომ მათ ვისაც ნებისმიერი ახალი პროფესიის ათვისება სურს ჩვენ მივცეთ ამის საშუალება. დასაქამებულს ექნება შესაძლებლობა შეისწავლოს დისპეტჩინგი, კანონთან შესაბამისობა, ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები, დეველოპმენტი, ადამიანური რესურსების მართვა და მრავალი სხვა. რასაკვირველია ყველაფერი დაფუძნებული იქნება როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის კანონმდებლობის და სტანდარტებზე დაყრდნობით. ტრენინგების წარმატებით დახურვის შემდგომ დასაქამებულს ექნება მოიზიდოს უცხოური კაპიტალი და გაზარდოს როგორც საკუთარი, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის მატერიალური კეთილდღეობის.

რომ შევაჯამოთ, ჩვენი განვითარების გეგმა გრძელვადიან პერიოდში არის მაქსიმალურად გავზარდოთ საერთაშორისო ასპარეზზე დასაქმებულ ქართველთა რაოდენობა, ამისთვის გადავდგით უკვე არაერთი ნაბიჯი და შემდეგი ნაბიჯების შესახებ უკვე შემდეგ ინტერვიუს დროს ვისაუბრებ. 

[R]

როგორია ბრენდინგი დეველოპმენტში – მარკეტერის პოდკასტი

ყველა საკუთარ გზას ირჩევს — Arc’teryx-ის კამპანია წინსწრაფვაზე