in

ქართველების მიერ დაფუძნებულ Universal Transit-ის სერვისზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა წერს!

სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ყურადღების ცენტრში ქართველების მიერ დაფუძნებული კომპანია, Universal Transit მოექცა. უფრო კონკრეტულად, Nasdaq-ის ვებგვერდზე „უნივერსალ ტრანზიტს“ სტატია მიეძღვნა.

„ავტოსატრანსპორტო ფასწარმოქმნა: ფარული ხარჯების შესწავლა“ — სწორედ ეს იქცა ანალიზის მთავარ თემად, ვინაიდან ინდუსტრიის წინაშე მუდმივად განვითარებადი ლანდშაფტის, ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ინოვაციის პარალელურად, ბევრი გამოწვევა დგას.ამ სირთულეებს კი მუდმივად აწყდებიან როგორც იმპორტიორები, ისე ექსპორტიორები, გადამზიდები, ბროკერები და დისპეტჩერები.

როგორც Universal Transit-ისადმი მიძღვნილ სტატიაშია მოცემული, ავტოტრანსპორტის განხილვისას, ჩვეულებრივ, კომპანიები ფოკუსირდებიან მხოლოდ საბაზო ფასზე და ხშირად უგულებელყოფენ პოტენციურ ფარულ ხარჯებს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს საბოლოო ბიუჯეტზე. უფრო ზუსტი და პროგნოზირებადი გამოცდილების უზრუნველსაყოფად კი მეტად დეტალური ანალიზია საჭირო.

სწორედ ამგვარ მოცემულობაში იკვეთება Universal Transit-ის როლი — Nasdaq ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ, ავტოგადამზიდ პლატფორმას დადებითად და ეფექტიანად აფასებს. როგორც ჩანს, ავტომატიზებული გადაწყვეტილებებით, მანქანების გადაზიდვის დინამიკური ფასებით, პროგნოზირებადი ანალიზითა და ეფექტური ოპერაციებით, „უნივერსალ ტრანზიტი“ საინტერესო სერვისს წარმოადგენს ამერიკის საფონდო ბირჟისთვის.


შეგახსენებთ, რომ Universal Transit ამერიკაში, ქართველების მიერ დაფუძნებული კომპანიაა. თავდაპირველად მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე პოზიციონირებდნენ, შემდეგ კი მშობლიურ მხარესთან დაკავშირებაც გადაწყვიტეს — ასე დაიწყეს სატვირთო გადაზიდვებისა და მონიტორინგის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოდანაც.

დღესდღეობით „უნივერსალ ტრანზიტი“ თანამშრომლებს აერთიანებს ცენტრალურ აზიაში, ევროპასა და ამერიკაში.

[R]

კომპაქტური ავტომობილი არასტანდარტული შესაძლებლობებით- VOLVO EX30-ის მედია ტური ბარსელონაში

ქართველი მსახიობები ოსკარზე ნომირირებული რეჟისორის ფილმში — Light Falls