13
Mar
2018

თბილისში იტალიური უნივერსიტეტის, Universita Cattolica del Sacro Cuore-ის პრეზენტაცია გაიმართება

13 Mar 2018

20 მარტს, სასტუმრო „რედისონში“, იტალიური უნივერსიტეტის, Universita Cattolica del Sacro Cuore (UCSC)-ის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 19:30 საათზე დაიწყება. მისი ორგანიზატორია საგანმანათლებლო სააგენტო LIBRA, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ქართველ სტუდენტებს, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სასწავლო პროგრამას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ „ლიბრა“ UCSC-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

როგორც სააგენტოს დირექტორი ნადია ტარასოვა ამბობს, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 28 ინგლისურენოვან და 200-მდე პროგრამას იტალიურ ენაზე, ასევე, გარანტირებულ თანადაფინანსებას სამაგისტრო და საბაკალავრო კურსზე. პრეზენტაციაზე დამსწრე პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალური ინფორმაცია UCSC-ის ოფიციალური წარმომადგენლისაგან მიიღონ.

ნადია ტარასოვა: სპეციალურად ამ დღისთვის, მილანიდან უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მატეო მანიანი ჩამოდის, რომელიც უპასუხებს ნებისმიერ შეკითხვას Universita Cattolica del Sacro Cuore-ში სწავლასთან, დაფინანსების მოპოვებასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ იტალიის განათლების სისტემაზე, ამ უნივერსიტეტის პროგრამების შინაარსსა და აპლიკანტის მიღებისთვის საჭირო პროცედურებზე. დაინტერესებულ პირებს UCSC სთავაზობს პროგრამებს ბიზნესის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მევენახეობის, კომუნიკაციისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ძალიან პოპულარულია საბაკალავრო პროგრამები Economics and Management; International Relations, Sustainable Agriculture for Food Quality და Environment. სამაგისტრო პროგრამებს შორის, ყველაზე მოთხოვნადია: Banking and Finance, Economics, Arts Management და Healthcare Management, ერთწლიან პროგრამებში: Corporate Communication, Luxury Good Management, Viticuture and Enology, International Cooperation and Developent და Arts Management. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ UCSC-ის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე.

რაც შეეხება თავად უნივერსიტეტს . . .

Università Cattolica del Sacro Cuore დაარსდა 1921 წელს და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტია იტალიაში. აქ, ამჟამად, 24 000 სტუდენტზე მეტი (მათ შორის უცხოელები) სწავლობს. მისი მაღალი სტანდარტი დამტკიცებულია საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციით, მათ შორის, QS  World University Rankings-ით, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რეიტინგია. კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით, UCSC იტალიაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოს მასშტაბით კი 131 უნივერსიტეტს შორისაა. აქ ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი სწავლობდა. მაგალითად, ეს უნივერსიტეტი დაამთავრა რომანო პროდიმ (იტალიის პრემიერ-მინისტრი – 1999-2004; ევროკომისიის პრეზიდენტი – 1999-2004).

ამ პროგრამებზე სწავლისთვის  კონკრეტულად რა სახის  დაფინანსებას სთავაზობს უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს?

Università Cattolica del Sacro Cuore არის კერძო უნივერსიტეტი და, როგორც ევროპის  ყველა კერძო უმაღლეს სასწავლებელში, სწავლა აქაც ფასიანია. მაგრამ სწორედ იმიტომ არის ეს პრეზენტაცია საინტერესო, რომ უნივერსიტეტი, პოტენციურ სტუდენტებს საქართველოდან, სთავაზობს გარანტირებულ თანადაფინანსებას 2 წლიან სამაგისტრო და 3 წლიან საბაკალავრო პროგრამებზე. თუ აპლიკანტი უნივერსიტეტში ჩაირიცხება, ის მხოლოდ თანხის ნაწილს გადაიხდის. მაგალითად, საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის საფასური, წელიწადში 8 140-ის ნაცვლად 5 000 ევრო, 2 წლიან სამაგისტრო პროგრამებზე კი 8 750-ის ნაცვლად  წელიწადში 5 750 ევრო იქნება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ დონის უნივერსიტეტებში გარანტირებული თანადაფინანსება არც ისე ხშირია. ამ შეღავათის გარდა, სტუდენტებს აქვთ  შესაძლებლობა, დამატებით, სხვა სტიპენდიაც მიიღონ. პრეზენტაციაზე ამ საკითხზეც დეტალურად ვისაუბრებთ.

კიდევ  რა შესაძლებლობებს აძლევს  UCSC სტუდენტებს, რატომ უნდა დაინტერესდნენ ისინი ამ უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით?  

ამ ყველაფერის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, Università Cattolica del Sacro Cuore-ში, საქართველოსგან განსხვავებით, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 3 წლიანია. შესაბამისად, სტუდენტი, სწავლას ერთი წლით ადრე დაასრულებს და შეძლებს მუშაობის დაწყებას ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, UCSC-ს აქვს 1 წლიანი სამაგისტრო პროგრამები. მაღალი აკადემიური სტანდარტები და რეპუტაცია, ცნობადობა შრომის ბაზარზე, ინგლისურ ენაზე სწავლების შესაძლებლობა, ძალიან საინტერესო და საზოგადოებისთვის საჭირო პროგრამები და შეღავათიანი ფასები – სწორედ ამის გამო Università Cattolica del Sacro Cuore ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და სერიოზული უნივერსიტეტია სწავლის გასაგრძელებლად.

[R]

განხილვა