13
ივნ
2018

 უცნობი ფაქტები „ნოკიას“ შესახებ

13 ივნ 2018

2018 წლის დაწყებასთან ერთად, „ნოკიამ“ მომხმარებლები სასიამოვნოდ გააოცა, როდესაც ბაზარზე ბრენდის ახალი „ჭკვიანი ტელეფონები“ – „ნოკია 7 პლუსი“ და „ნოკია 8 სიროკო“ გამოჩნდა. ახალმა მოდელებმა ყურადღება რამდენიმე მიზეზის გამო მიიქცია და, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, „ბესთსელერებადაც“ იქცა: კომპანიის „გუგლთან“ კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ანდროიდის ინოვაციური სისტემა – Android One- საოცრად სწრაფი პროგრამული განახლების საშუალებას იძლევა; რაც შეეხება ფოტოკამერებს, ამ მიმართულებით ბრენდი ოპტიკური მწარმოებლების მსოფლიო ლიდერთან „კარლ ზეისთან“ თანამშრომლობს და მათი თქმით, ყველაზე ბნელ გარემოშიც კი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებასთან ერთად, ორმაგი კადრის გადაღების საშუალებას გვაძლევს. ორმაგი კადრის ფუნქციას განსაკუთრებით ხშირად Facebook-ის „ლაივ“ ვიდეოების გადაღებისას იყენებენ და რა თქმა უნდა, ძლიერი ელემენტი, რომელიც 90-იან წლებში გამოსული მოდელების მსგავსად, „არასოდეს ჯდება“.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

Sirocco and 7 plus

 

ამ „ბესთსელერებზე“ არანაკლები წარმატება მოიპოვა პრემიუმ-კლასის კიდევ ერთმა მოდელმა „ნოკია 8, თუმცა მსოფლიო „ლავმარკა“ არც სხვა კატეგორიის მომხმარებლებს ტოვებს უყურადღებოდ და ბრენდის დემოკრატიული პოლიტიკის გასამყარებლად ბაზარს ბიუჯეტურ „სმარტფონებსაც“ სთავაზობს — „ნოკია 1“, „ნოკია 2“, „ნოკია 3“, „ნოკია 5“, „ნოკია 6“ და „ნოკია 6.1“.

Nokia 8

მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე მხოლოდ ექვსი თვე დარჩა, „ნოკიას“ წარმომადგენლები კიდევ ოთხი ახალი მოდელის გამოსვლას აანონსებენ, რომლებიც ქართული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. მანამდე თვალი გადავავლოთ ბრენდის ისტორიას, სად და როდის შეიქმნა მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანია, რომლის პროდუქტი, სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეათე თანამედროვე ადამიანიდან შვიდს მაინც ჰქონია?

1. 1865 წელს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში, მაღაროს ინჟინერმა ფრედრიკ აიდესტამმა ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა ააშენა. სამი წლის შემდეგ, აიდესტამმა ქალაქ ნოკიას მახლობლადაც ააშენა საწარმო, რომელიც 1871 წელს, მეგობრის ლეო მეჩელინის დახმარებით სააქციო საზოგადოებად გადააქცია. სწორედ მაშინ უწოდეს კომპანიას სახელად Nokia

Nokia 8910

2. 1982 წელს „ნოკიამ“ პირველი სრულად ციფრული ტელეფონი გამოუშვა, Nordic Mobile Telephone-ის ანალოგის მიხედვით დამზადებულ მანქანის ტელეფონთან ერთად. ბრენდის გლობალური წარმატება მობილური ტექნოლოგიების სფეროში კი 1990 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ კომპანიამ უამრავი საკულტო მოდელი შექმნა — „ნოკია 8800 სიროკო“, „ნოკია 3310“, „ნოკია 8910i“, „ნოკია 8110“, „ბანანის ნოკია“, „ნოკია 3250“, „ნოკია N93“, „ნოკია N72“, „ხავერდის ნოკია“ — იგივე „ნოკია 7200“ და ა.შ.

Nokia N72

3. „ნოკია“ ელექტრონიკის წარმოებაზე 1960 წელს გადავიდა, მანამდე კი სხვადასხვა დროს რეზინისა და კაბელების წარმოებით და ელექტროენერგიის ინდუსტრიით იყო დაკავებული. დაუჯერებელია, მაგრამ „ნოკიას“ ფირმის რეზინის ჩექმები დიზაინის კლასიკადაც აღიარეს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სპეცტანსაცმელს უკვე დიდი ხანია, აღარ აწარმოებს, მათი შეძენა დღესაცაა შესაძლებელი.

4. „ნოკიას“ ცნობილი ზარი, რომელიც 1994 წლის მოდელ „ნოკია 2100-თან“ ერთად გამოჩნდა და ბრენდის ამოსაცნობ ატრიბუტადაც კი იქცა, მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ესპანელი მუსიკოსის ფრანჩისკო ტარეგას გიტარის კომპოზიცია „გრან ვალსია“.

 

5. ახლა კი, ნუ დაიზარებ და კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-2  აბზაცი და „ნოკიას“ მოდელების ჩამონათვალს დააკვირდი: უცნაური ხომ არ არის, „ნოკია 3-ს“ „ნოკია 5“ რომ მოჰყვება? საქმე იმაშია, რომ „ნოკიას“ პროდუქტების გაყიდვების უდიდესი წილი აზიის ქვეყნებზე მოდის, სადაც თვლიან, რომ 4 „თარსი“ ციფრია.

Nokia 3252

6. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნოკიას“ მობილურების ერთ-ერთი ძლიერი მხარე კამერაა. შედეგიც სახეზეა: კომპანიის ინოვაციური კამერებით აღჭურვილი ტელეფონების გაყიდვებმა ნებისმიერი ჩვეულებრივი ციფრული კამერების გაყიდვებს გადააჭარბა.

Nokia 7200

7. მსოფლიოში პირველი სარეკლამო GSM-ზარი 1991 წელს ჰელსინკიში, „ნოკიას“ მიერ აღჭურვილი კავშირგაბმულობის საშუალებით განხორციელდა, რა თქმა უნდა, ამავე ბრენდის ტელეფონით, პრემიერ-მინისტრ ჰერი ჰოლკერის მიერ. მსოფლიოში პირველი სატელიტური ზარი კი 1994 წელს, „ნოკიას“ GSM სისტემის ტელეფონით განახორციელეს.

Nokia 8800

8. ასევე ამბობენ, რომ „ნოკიას“ ტელეფონების SMS-ების ტონი SMS-ის აღმნიშვნელი მორზეს კოდია, შემომავალი SMS-ის ტონი კი მორზეს კოდს წარმოადგენს ფრაზისთვის „აკავშირებს ადამიანებს“.

Nokia 3310

თუ ამდენი კითხვის შემდეგ „ნოკიას“ ტელეფონებმა განვლილი ცხოვრება გაგახსენათ და ნოსტალგია შემოგაწვათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: წელს ქართულ ბაზარს სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ განახლებულ „ბანანის ნოკიას“ — იგივე „ნოკია 8110-ს“ შესთავაზებს.

Nokia 8110

 

*სტატია მომზადებულია Business Standrad-ში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით

[R]

განხილვა