22
Jul
2019

ცხოვრება იარლიყის გარეშე – Diet Coke-ის კამპანია

22 Jul 2019



იარლიყი, რომელიმე ბრენდის შეფუთვის გარდა, სამწუხაროდ, ადამიანების შევიწროებასთანაც ასოცირდება. პრობლემა საზოგადოების მხრიდან გარკვეული იდენტობის აღქმას უკავშირდება. არ არის ადვილი, იცხოვრო ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებით გახლეჩილ საზოგადოებაში, ომისა და მშვიდობის გასაყარზე. თუმცა, იარლიყის მიკვრამ არაერთ ადამიანს საკუთარი გზა აპოვნინა. მათ Diet Coke-მა, სააგენტო Anomaly L.A.-სთან ერთად, კამპანია “იარლიყის გარეშე” მიუძღვნა და სიმბოლურად, საკუთარ ქილებს ეტიკეტი მოაშორა. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუწიათ, რომ “უსაფრთხო სივრცეში” ეცხოვრათ, სხვების დასკვნების გარეშე და საკუთარი ამბების გაზიარება თავისუფლად შეძლებოდათ.

 

განხილვა