in

“განლაიქების” ოპერაცია დაიწყო, ყალბი ლაიქები გაქრებიან!

ალბათ შეამჩნიეთ, რომ Facebook-ზე  თქვენს ბიზნეს გვერდებს “Like-ები” აკლდება. დიახ Facebook-მა სპეცოფერაცია კოდური სახელწოდებით “განლაიქება” ჯერ კარგად დაგეგმა და ახლა სისრულეში მოყავს.

Facebook Deleted Fake Account

მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი დანაკარგი TEXAS HOLDEM POKER-მა განიცადა და მან 96 ათასი ლაიქერი დაკარგა,  ამავე სიაში არიან Rihanna, შაკირა, Lady Gaga  და ა.შ

როგორც ცნობილია “განლაიქების” ოპერაცია Facebook-ზე შექმნილი ახალი “უსაფრთხოების” სისტემის მიერ ხორციელდება თუმცა ალბათ არავის ქონდა ილუზია, რომ მას ადამიანები საკუთარი ხელით გააკეთებდნენ, როგორც ცნობილია ამ გზით Facebook საეჭვო აპლიკაციებით მომატებულ ლაიქებს “განალაიქებს”.

საინტერესოა რამდენად “მტკივნეული” იქნება ეს ყველაფერი საქართველოში არსებული გვერდებისათვის, ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენთან ლაიქთა უმეტესობა სწორედ მსგავსი თამაშ/აპლიკაციებითაა მომატებული, ახლა კი მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ რას ჩათვლის Facebook-ი ყალბად და რას რეალურად.  გთავაზობთ Leavingstone-ის 27 სექტემბრის მონაცემებს, რომელიც აუცილებლად შეიცვლება ეტაპობრივად.

 

ამავე მონაცემებით ჩვენმა გვერდმა 86 მკითხველი დაკარგა, პროტესტის ნიშნად ამ ეტაპზე მხოლოდ FB რეკლამა შევაჩერეთ.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და ამ თემასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ იქნება Facebook-ის ეს ოპერაცია სამართლიანი შედეგების მომტანი ?

 

სატრანსპორტო ბიზნესი საქართველოში

რა არის ვირუსული ვიდეო და რამდენად ეფექტურია ის მარკეტინგში?