in

უნო კომფორტი – ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ახალი პროდუქტი იმედი L-ისგან

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა, უნო კომფორტი, იმედი L-ის ახალი პროდუქტია, რომელიც მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. 

პროვაიდერი კლინიკების თავისუფალი არჩევანი, განსხვავებული ლიმიტები და თანაგადახდის პროცენტი, სამედიცინო მომსახურების მიღების დისტანციური სქემა – ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რისი გამოყენებაც, უნო კომფორტის მომხმარებელს შეუძლია. 

დამატებითი სერვისების სახით კი, დაზღვეულს შეუძლია ისარგებლოს ულიმიტო ლაბორატორიული მომსახურებით მეგალაბში, 50%-იანი თანაგადახდით, გეგმური ამბულატორიული მომსახურებით რეიმანსა და ევექსის კლინიკებში, ოჯახის ექიმის მიმართვით, 50%-იანი თანაგადახდით.

პროდუქტი დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს თავიდან აირიდონ მოულოდნელი ფინანსური ხარჯები და მშვიდად იგრძნონ თავი.

უნო კომფორტის მომხმარებელს, შეუძლია ისარგებლოს ოჯახის ექიმის უფასო ულიმიტო მომსახურებით, გადაუდებელი და გეგმური ჰოსპიტალური დაფარვებით, მედიკამენტებზე ფასდაკლებით, პრევენციული კვლევების ჩატარებით, ფასდაკლებით სტომატოლოგიურ მომსახურებებზე. 

იმედი L-ის განახლებული ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს მაქსიმალურად მორგებას სწორედ იმ საჭიროებებზე, რაც მათ რეალურად გააჩნიათ. ბრენდის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებას ზუსტად ის პროდუქტი და სერვისი შესთავაზოს, რაც მათ რეალურ ღირებულებას შეუქმნის. სწორედ ამის მაგალითია ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის – უნოს პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალურად, სწორედ იმ სერვისებს სთავაზობს, რაც მათ საჭიროებებს ყველაზე მეტად ერგება. 

უნო აქტივი, უნო კომფორტი და უნო სელექთი – ადამიანებს ცხოვრების განსხვავებული სტილიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ და მორგებულ ზრუნვას სთავაზობს.

უნო კომფორტის შეძენა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

[R]

Apple-მა სტრიმინგის სერვისისთვის ახალი სახელი, ვიზუალი და შრიფტი წარადგინა

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით