in

UNO შავ ფერში გამოვიდა!

თუ აქამდე UNO-ს მხოლოდ თეთრი კარტებით თამაშობდით, ახლა ბრენდმა შავი ვერსია შემოგვთავაზა. ეს Blvck Paris-თან თანამშრომლობის შედეგია, შესაბამისად, მათი სიმარტივე და ელეგანტური ეთოსი 25-დოლარიანი ბანქოს ყოველ ასპექტში შესამჩნევია… ყველაფერი იგივე რჩება, ერთადერთი განსხვავებული რამ შავი მატოვი ფონია:

BOG
BOG

საინტერესოა, რომ UNO-ს გულშემატკივრებს სამაგიდო თამაშის გარდა, სხვა სიახლეებსაც სთავაზობენ, მაისურსა და ჰუდს, თითქოს მანათობელი მუქი ეფექტის მქონე წარწერით, რომელიც UNO-ს კლასიკურ ლურჯ, მწვანე, წითელ და ყვითელ ფერებს ეხმიანება:

შეთავაზებებს შორისაა ჩანაწერების რვეული, რაღა თქმა უნდა, შავი ფურცლებით და კალმები:

აბა, რას იტყვით, UNO-ს თეთრი ფერი კვლავ თქვენს ფავორიტად დარჩება თუ შავსაც აქვს შანსი? 

Netflix-ზე Emily In Paris-ის ყურებისას, სერიალისთვის დამახასიათებელი ნივთების შეძენას შეძლებთ

რატომ ხვდება ახალ იდეას წინააღმდეგობა?