2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბურთის არაოფიციალური კონცეპტი შეიქმნა. ოთხკუთხედი ბურთი სიმბოლურად გენდერულ პრობლემაზე უსვამს ხაზს. UNPLAYABALL – ასე ჰქვია კონცეფციას, რომელზეც DDB Amsterdam-ის გუნდის წევრებმა, ოლივერ ბინიანმა და უილემ სლეგერსმა იმუშავეს. კვადრატული ბურთი სიმბოლურად გამოხატავს იმ ბარიერებს, რომლებსაც ქალები აწყდებიან სპორტული კარიერის პირობებში. კვადრატული დიზაინის მოუქნელი ფორმა იმ ბარიერებს უსვამს ხაზს, რაც ქალების წისნვლას აფერხებს.
სპორტული ინდუსტრიისთვის დისკრიმინაციული სტერეოტიპებია დამახასიათებელი. განსხვავებულია ანაზღაურება, შეზღუდულია მედია გაშუქება… ქალთა ფეხბურთს დიდი ხანია უწევს მთელი რიგი გამოწვევების გადატანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს კვადრატული ბურთით თამაშს ჰგავს, რაც თამაშს შეუძლებელს ხდის. UNPLAYABALL-ის კვადრატული ფორმა ემსახურება მეტაფორულ იდეას, რაც უკავშირდება იმ სირთულეებს, რომლებსაც ქალი მოთამაშეები აწყდებიან მოედანზე თამაშისას. ეს კონცეპტი არაოფიციალურია, თუმცა წარმოადგენს გაძლიერებისა და პროგრესის სიმბოლოს, რომელიც ქალთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე გვაფიქრებს.