in

Unrecord — ახალი თამაში ფოტორეალისტური გრაფიკით

veon
veon

მიმდინარე კვირაში გეიმინგ ინდუსტრია აჟიოტაჟის ახალმა ტალღამ მოიცვა — კერძოდ, გავრცელდა ახალი თამაშის, Unrecord-ის კადრები, რომლებიც იმდენად რეალისტურია, რომ რეალური კამერით გადაღებულს მოგვაგონებს. ამგვარი ფოტორეალისტური გრაფიკის მიღება Unreal Engine 5 ძრავის გამოყენებით შეძლეს.

როგორც ამბობენ, ფოტორეალისტურმა გრაფიკამ ბევრ მომხმარებელში ის ეჭვიც კი გააჩინა, თითქოს, კადრები თამაშიდან სულაც არ ყოფილა. პირველი ვიდეო ჯერ კიდევ 2022 წლის 12 ოქტომბერს გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, ახლახან კი დეველოპერმა ახალი კადრებიც გამოაქვეყნა იმის მტკიცებულებად, რომ ნამდვილად ახალ თამაშთან გვაქვს საქმე.

„ბევრი ეჭვი გაჩნდა თამაშის ავთენტურობასთან დაკავშირებით, თუმცა Unreal Engine 5-ის გამოყენებით, შეუძლებელი არაფერი ყოფილა. მის სათამაშოდ კი ჩვეულებრივ კლავიატურისა და მაუსის გამოყენება შეიძლება, VR მოწყობილობა საჭირო არ არის. სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ თამაშის გრაფიკა რეალური სამყაროს კადრებში ერევათ, მაგრამ გარწმუნებთ, ყველაფერი მხოლოდ კომპიუტერულადაა შექმნილი“,აცხადებს დეველოპერი Alexandre Spindler.

„აირჩიე შენი მომავალი“ — Extinction Rebellion გარემოს დაცვისკენ მოგვიწოდებს

AI სისტემა მოსახლეობას წყალდიდობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება