31
Jul
2019

ამბები ნარკოტიკების მომხმარებლებზე, რომლებიც ავტომობილს მართავდნენ…

31 Jul 2019



ტრანსპორტის ახალზელანდიურმა სააგენტომ (New Zealand Transport Agency – NZTA) კამპანია წამოიწყო, რომელიც ცნობადობის გაზრდას ემსახურება იმ თემაზე, თუ რა ფატალურ შედეგებამდე შეიძლება, ადამიანი მივიდეს, ავტომობილს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართვისას.

 

კამპანია, სახელწოდებით „უთქმელი“ – The Unsaid  წარმოგვიდგენს ახალგაზრდა ქალ ეშლის, რომელიც იმ დრამატულ ზეგავლენას გვიზიარებს, რომელიც მისმა ოჯახმა განიცადა მას შემდეგ, რაც მისი ნარკოტიკების მომხმარებელი ბიძაშვილი, წამლის ზემოქმედების ქვეშ ავტოავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა.

„თუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვამ შენც გატკინა გული, შემატყობინე და მე შენთვის დავბრუნდები“, – გვეუბნება ეშლი.

და გვთხოვს, რომ მსგავსი ამბები მივწეროთ და ის ჩვენსასაც აუცილებლად მოჰყვება.

 

კამპანია 11, მოკლე ქრონომეტრაჟიანი ვიდეორგოლისგან შედგება.

 

და თითოეული სხვადასხვა უბედურ შემთხვევაზე მოგვითხრობს.

ნამუშევარი სააგენტო BBDO ახალ ზელანდიას ეკუთვნის.

 

 

მის ძირითად მიზანს კი, იმ მრავალი უბედური საგზაო შემთხვევის ხაზგასმა წარმოადგენს, რომელიც ნარკოტიკების გამო ხდება.

არ მართო ავტომობილი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ!

 

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მსუბუქია და კონკრეტულად, რა შემადგენლობა აქვს მას…

 

ეს ამბები უთქმელი არ უნდა დარჩეს, ამიტომ ამისთვის არსებობს Unsaid-ის ინსტაგრამგვერდი.

Credits

Client: NZ Transport Agency

Agency: Clemenger BBDO

Media: OMD

PR: Porter Novelli

Music: Liquid Studios

განხილვა