17
Jun
2019

განსტერეოტიპება! – Unilever-ის ექსპერიმენტი მარკეტერებისთვის

17 Jun 2019



როგორია ჩვენი ნამდვილი წარმოშობა? ამის დასადგენად, Unilever-მა შეკრიბა მარკეტერები სხვადასხვა კრეატიული სააგენტოდან და მათ DNA ტესტის გაკეთება სთხოვა. კამპანია “Unstereotype” (განსტერეოტიპება) მიმართულია რეკლამებში ადამიანების კატეგორიებად, ეთნიკური, გენდერული, ეროვნული თუ სხვა ნიშნით დაყოფა. დნმ-ის ტესტით, მონაწილეებს თავიანთი ფესვების შესახებ მეტის გაგების საშუალება მიეცათ. ტესტის შედეგებით აღმოჩნდა, რომ გენეტიკურად ერთ კატეგორიას არავინ მიეკუთვნება და სინამდვილეში ბევრი რამ გვაქვს საერთო. ამ კამპანიის ორგანიზატორებს სურდათ მარკეტერებსა და სააგენტოებს სტერეოტიპების მსხვრევაში დახმარებოდნენ. ექსპერიმენტის შედეგებზე Unilever-ის გლობალური მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, ელინ სანტორმა, “კანის დაჯილდოებაზე” ისაუბრა.

Unilever არ არის პირველი, ვინც დნმ ტესტის საფუძველზე სტერეოტიპების დამსხვრევა სცადა. რასებს შორის ზღვრის პირობითობაზე Momondo, ჯერ კიდევ, 2016 წელს ალაპარაკდა და ექსპერიმენტში ჩართულ ადამიანებს დაანახა, რომ ზღვარი პირობითია და ეს დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოს.

 

განხილვა