in

Unsupportable Festival – თბილისი გამორჩეული მუსიკალური გამოცდილებისთვის ემზადება

თბილისს დიდი ხანია აღარ უკვირს ელექტრონული მუსიკა და და მასთან დაკავშირებული აქტივობები. პანდემიის შემდეგ სიტუაცია თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და ამჟამად ისევ აღმავლობის ფაზაშია. თუმცა პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას თავისი ბრწყინვალებით  განსაკუთრებით მიიპყრობს და სწორედ ასეთია „Unsupportable Festival“, რომელიც 20-21 სექტემბერს, რადიო ქალაქის  ტერიტორიაზე გაიმართება.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ფესტივალის პირველ უპირატესობად მისი ვენიუ უნდა მივიჩნიოთ – მუხიანში მდებარე რადიო ქალაქის უზარმაზარი ტერიტორია მალე მულტიფუნქციურ სივრცედ მოგვევლინება, იქამდე კი სიამოვნებით მასპინძლობს მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებებს. გარდა შიდა გადახურული სივრცისა, გარე სივრცეც ათვისებადია, რაც დამატებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფესტივალის სტუმრების კმაყოფილებისთვის.

რაც შეეხება თავად მუსიკოსებს, DJ-ებს და არტისტებს რომლებიც ფესტივალის სტუმრები იქნებიან. საკმაოდ გრძელ სიას ავსებენ ტექნოს, ჰაუსისა და ელექტროს გამორჩეული წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარედან. მათგან რამდენიმე არტისტი უკვე ნაცნობია ქართული აუდიტორიისთვის, ნაწილიც კი პირველად ეწვევა თბილისს და საკუთარ ჯადოქრობას შემოგვთავაზებენ.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო Vladimir Ivkovic, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტი საცეკვაო მუსიკის მოედანზე (და არამარტო) რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მუსიკალურ ბექგრაუნდით უნიკალურ სელექტორად ჩამოყალიბდა და დიდი ფესტივალებისა და რადიო შოუების მუდმივი სტუმარია.

DMX Crew (Live) ერთეულები თუ აღწევენ ისეთ ჟღერადობას და მუდმივ მუსიკალურ ხარისხს, როგორც ედვარდ აპტონი. მისი ლაივ პერფომანსები ყოველთვის გამოირჩევა იმპროვიზაციული მომენტებით და ხაზს უსვამს ელექტროსა და ბრეიქბითის უკომპრომისო ბუნებას.

 

Ame გერმანული დუეტი, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი კლუბი თუ ფესტივალი მოიარეს და საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევიან. მათმა ერთი მხრივ ჰიპნოტურმა, მეორე მხრივ კი კლასიკურ ჰაუს გრუვებმა არაერთ ახალბედას შეაყვარა საცეკვაო მუსიკა.

 

Soichi Terada (Live) იაპონური ელექტრონული მუსიკის ლეგენდარული პერსონაჟი, რომელიც ჰაუს მუსიკას ლაღ და მხიარულ ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილ ჟღერადობას უწყვილებს და შედეგად დასავლეთისა და აღმოსავლეთის უჩვეულო სინთეზს ვიღებთ. წლების შემდეგ, მისი მუსიკა ახალმა თაობის მელომანებმა ხელახლა აღმოაჩინეს და დღეს იგი საკუთარი ცნობადობის პიკში იმყოფება – ეს ნამდვილად არ არის გამოსატოვებელი

 

ეს მხოლოდ ნაწილია იმ მუსიკოსებისა რომელთა მოსმენასაც Unsupportable Festival-ზე შეძლებთ. ფესტივალის სახელის მიუხედავად, მას თქვენი მხარდაჭერა ჭირდება.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ Biletebi.Ge-ზე

Minecraft-ის მიხედვით გადაღებული ფილმის ტიზერი უკვე გამოვიდა

ნუ გამოტოვებ 60%-ამდე ფასდაკლებას ტექნიკაზე!