in

მეცნიერები NASA-ს ურანის მისიის ჩატარებისკენ მოუწოდებენ

კოსმოსური მეცნიერების საზოგადოება ფიქრობს, რომ უკვე დროა, ურანის სიღრმისეულად შესწავლა დავიწყოთ. მეცნიერები NASA-ს UOP მისიის განხორციელებისკენ მოუწოდებენ, რაც ურანის კოსმოსური ხომალდისა და ზონდის შექმნას გულისხმობს. ხოლო თუ ამაზე მუშაობა მალევე დაიწყება, მისიის შესრულებას 2030 წლისთვის შეძლებენ.

M2
M2

საინტერესოა ისიც, რომ ამ პლანეტაზე ჯერ მხოლოდ ერთი კოსმოსური ხომალდია ნამყოფი. ეს 1986 წლის NASA-ს Voyager 2-ის მისიის ფარგლებში მოხდა. მართალია, მსგავსად პლანეტის გარშემო არსებული წრეებისა თუ მთვარის შესახებ გარკვეული ცნობები მივიღეთ, მაგრამ, რადგან დიდხანს არ გაგრძელებულა, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. 

ახლა კი იმედოვნებენ, რომ UOP მისიით პლანეტის შესახებ უფრო კონკრეტულ ინფორმაციებს გავეცნობით და თუნდაც, ურანის შემადგენლობის შესახებ გავიგებთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ იგი ქვის, ყინულის, წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

ურანის მისიაზე საუბარი პირველად 2011 წელს დაიწყეს, მაგრამ პრიორიტეტი მარსისა და იუპიტერის მისიებს მიანიჭეს. პირველი მათგანი მიზნად წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნების პოვნას ისახავს და ეს დღემდე წარმატებით ხორციელდება. რაც შეეხება იუპიტერის მისიას, ფიქრობენ, რომ მისი ზედაპირის ქვეშ ოკეანეა, ამიტომ წყლის აღმოჩენას ისინი ამ დრომდე მოუთმენლად ელოდებიან. 

რადგანაც ეს მისიები უკვე წარმატებით მიმდინარეობს, ახლა ურანის შესწავლის დრო მოვიდა და იგი პლანეტარული მეცნიერების ათწლიანი კვლევის სათავეშიც მოექცა. ეს უკანასკნელი სპეციალური დოკუმენტია, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იწერება — მეცნიერთა ჯგუფები იმ მისიების შესახებ საუბრობენ, რომელთა განხორციელებაზეც ფიქრობენ. ასე იშვიათად კი იმიტომ იწერება, რომ მისიების დაგეგმვას, ბიუჯეტის შედგენას, საჭირო კოსმოსური ხომალდის აშენებასა თუ სხვა დეტალებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

„რებრენდინგმა რა ჰქმნა?!“ — ალფა დაზღვევას ახალი ბრენდინგი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სასკოლო და სტუდენტური სამეწარმეო იდეების კონკურსი იწყება