in

Rally Adventure Georgia 2023 – საქართველო სათავგადასავლო რალის მე-5 სეზონისთვის ემზადება!

უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოში სათავგადასავლო რალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უყრის თავს და ჩვენი ქვეყნის მთაგორიან ლანდშაფტზე სამოგზაუროდ იწვევს. რალიში მონაწილეობენ როგორც მხოლოდ ქალთა ეკიპაჟები, ისე შერეული შემადგენლობის გუნდები. ასე რომ, თუკი გიყვართ გამოწვევები, თავგადასავლები და ახალი ადგილების აღმოჩენა, დროა, სამზადისი დაიწყოთ! მიიღეთ მონაწილეობა ერთდროულად ჰუმანიტარულ ღონისძიებასა და საავტომობილო შეჯიბრში და აღმოაჩინეთ საქართველო ისე, როგორც ჯერ არასდროს გინახავთ. შეუერთდით ემოციებით სავსე დაუვიწყარ თავგადასავალს და გამოცადეთ თქვენი და თქვენი მანქანის შესაძლებლობები უგზოობაზე.

სათავგადასავლო რალის მე-5 საიუბილეო გამოშვება ყველაზე შთამბეჭდავი და სიურპრიზებით აღსავსე იქნება. 7 დღიანი საერთაშორისო შეჯიბრება საქართველოს ულამაზესი პეიზაჟების გავლით. „სათავგადასავლო რალი საქართველო 2023“ სტარტს 1 ოქტომბერს აიღებს, თბილისიდან (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას ავტოსადგომიდან). ფინიში და დაჯილდოების ცერემონია კი გაიმართება შაბათს, 7 ოქტომბერს, სტეფანწმინდაში (სასტუმრო რუმს ჰოტელ ყაზბეგის ავტოსადგომზე). რალის სტარტსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.

წლების განმავლობაში, სათავგადასავლო რალი რეიდის წესები დაიხვეწა და ეს ცვლილებები წელსაც ძალაშია.

„რალი რეიდის ორგანიზების ხარისხი და სპორტული რეგლამენტი 2019-დან მოყოლებული წლიდან წლამდე ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ორგანიზატორები მუდმივად ვცდილობთ, შევასწოროთ ხარვეზები და რაც მთავარია, გავითვალისწინოთ წინა წლების მონაწილეთა აზრები თუ რჩევები. მაგალითად, 2020 წლიდან მოყოლებული, ყოველი ეტაპი ფინიშდება იმ საღამოსვე, ყოველ ღამით მონაწილრები თავს იყრიან ერთად, ორგანიზებულ ბანაკებში ან რალის მხარდამჭერ სასტუმროებში.

ასევე, 2022 წლიდან მოყოლებული, დავამატეთ რეგულარობის ეტაპები (ანუ ყველა ეკიპაჟს აქვთ სტარტის და ფინიშის კონკრეტული დრო), რადგან დროში შეუზღუდავად მხოლოდ მოკლე მანძილზე სიარულით საკონტროლო პუნქტების პოვნა იწვევდა ეკიპაჟების დაფინიშებას დიდი ინტერვალით, რაც საორგანიზაციო პრობლემემს იწვევდა. როდესაც პირველი დაფინიშებული ეკიპაჟი 17:00-ზე შემოდის და ბოლო 23:00-ზე, რთულია საერთო ვახშმის ორგანიზება (განსაკუთრებით სასტუმროებში).

ამას გარდა, საჯარიმო ქულები დაწესდა უსაფრთხოების ჩაფხუტის და რალის ოფიციალური ქურთუკის არ ტარების შემთხვევაში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობის კონტრაქტში აღნიშნული იყო რომ ეს სავალდებულოა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის რომ ყველა მონაწილეს ეტარებინა ჩაფხუტი და ქურთუკი,“ – ამბობს რალის თანადამფუძნებელი ვერა მურღულია.

Rally Adventure Georgia არის რბოლა მხოლოდ უგზოობაზე მართვის სიამოვნებისთვის, სიჩქარის გარეშე, რუქებისა და სასურველი ნავიგაციის სისტემის გამოყენებით მონაწილეებმა უნდა იპოვონ საკონტროლო პუნქტები რაც შეიძლება მცირე დისტანციის გავლით და გარკვეულ ეტაპებზე დაიცვან რეგულარობა (ანუ იარონ იმ სიჩქაროთ, რასაც მათ მიუთითებს მსაჯი ეტაპის სტარტზე).

მთლიანობაში, ამ შეჯიბრის განვითარება მონაწილეების მიდგომებზეც აისახა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ქართველები უფრო ინტენსიურად ერთვებიან სამზადისში:

„რაც შეეხება მონაწილეების დონის დახვეწას, მრავალი მონაწილე უკვე მეორეჯერ, ზოგი მესამეჯერ, ზოგიც კი მეოთხეჯერ იღებს მონაწილეობას „სათავგადასავლო რალიში“. პირველად მონაწილეობასთან შედარებით მათ დახვეწეს უგზოობაზე ჯიპიეს ნავიგაცია, ისწავლეს საფრთხეების უკეთ გააზრება და პრობლემის შემთხვევაში სხვა ეკიპაჟისთვის დახმარების თხოვა, რათა არ დაჭირდეთ დახმარების გამოძახება და თავი აარიდონ საჯარიმო ქულებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ქართველმა მონაწილეებმა უკეთ ისწავლეს ეკიპაჟის სპონსორების მოძიება. (რალის ოგანიზატორების მიერ შექმნილია სპონსორების მოძიების სახელძღვანელო გამოსადეგი რჩევებით, რომელის ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მომავალ მონაწილეს.)
წლევანდელ რალიზე თითქმის ყველა მონაწილე ეკიპაჟს ყავს სპონსორები, რომლებიც სრულად თუ ნაწილობრივ ფარავენ ეკიპაჟის მონაწილეობის ხარჯებს.“

საინტერესოა, რომ ამ წლების განმავლობაში, Rally Adventure Georgia-მ ამ სპორტისადმი ქალების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზარდა.

„უცხოელი ქალებისგან განსხვავებით, ქართველ ქალებამდე ჩვენი რალის შესახებ ხმის მიწვდენა და მათი მონაწილეობისთვის მოტივირება, ადვილი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით! რალის პირველ გამოშვებაზე მხოლოდ 1 ქართველი ქალი მონაწილეობდა. ბოლო წლების გამოშვებებში კი მინიმუმ 15 ქართველი ქალი ერთვება ყოველ წელს. ვფიქრობ, რომ არა „სათავგადასავლო რალი“, იმ ქართველ ქალთა უმრავლესობა, ვინც იღებს მონაწილეობას, არასდროს ჩაერთვებოდა მსგავსი ტიპის შეჯიბრში, აზრადაც კი არ მოუვიდოდათ მონაწილეობა მიეღოთ საავტომობილო რალში და თან უგზოობაზე. ბედნიერი ვარ, რომ ამ რალის არსებობამ ბევრ ქართველ ქალს უბიძგა გამოეცადათ თავიანთი შესაძლებლობები მსგავს ხანგრძლივ, რთულ და დამღლელ სპორტში,“ – ამბობს რალის თანადამფუძნებელი ვერა მურღულია.

როგორც ყოველ წელს, წლევანდელ ღონისძიებასაც ექნება ჰუმანიტარული მისია, რალის ეკიპაჟები რბოლისას თან წაიღებენ დახმარებებს / საჩუქრებს (ჰიგიენურ საშუალებებს, თბილ ტანისამოსს, ფეხსაცმელებს, სასკოლო ნივთებს, წიგნებს, პლანშეტებს, კომპიუტერებს, ა.შ.) და საქართველოს სხვადასხვა სოფლებში დაურიგებენ შემწეობას მოკლებულ 50 ოჯახს.

ღონისძიების სპონსორებისგან საჩუქრები ერგებათ, არა მხოლოდ გამარჯვებულებს, არამედ ყველა წარმატებით დაფინიშებულ ეკიპაჟს.

გამარჯვებულები კი გამოვლინდებიან, როგორც რალის სპორტულ კატეგორიაში, ასევე სხვადასხვა წამახალისებელ კატეგორიებში, როგორიცაა: დებიუტანტი ეკიპაჟები, ჰუმანიტარულ მისიაში მეტად ჩართული ეკიპაჟები, ყველაზე მხიარული ეკიპაჟები, ყველაზე მეგობრული ეკიპაჟები და ყველაზე ელეგანტური ეკიპაჟები.

დაჯავშნეთ თქვენი ადგილი 31 აგვისტომდე, დაშვებულ ეკიპაჟთა რაოდენობა შეზღუდულია. დაიშვება ხოლოდ 15 ეკიპაჟი თითო ქვეყნიდან.

მონაწილეობის სახელმძღვანელო და სპორტული რეგლამენტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საიტიდან : WWW.RALLY-ADVENTURE.COM

ქართველებისთვის მონაწილეობის საფასური სამჯერ ნაკლებია ვიდრე უცხოელებისთვის.

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს პირდაპირ WhatsApp-ით: +33679302980 (ვერა მურღულია) ან +995555577544 (გიგა მურღულია).

რატომ უნდა დაუკავშირდნენ ბრენდები აუდიტორიას ეკრანის მიღმა?

EKIMO-ს მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია ექიმებისთვის