in

Everybot – რობოტი, რომელიც სახლის დამღლელ საქმეებს თქვენ გარეშე აკეთებს

თანამედროვე დატვირთული ყოველდღიურობის პირობებში, სახლის საქმეების კეთება განსაკუთრებით რთული და დამღლელია. მეცნიერებს არაერთი მოწყობილობა შეუქმნიათ ამ საქმეების შესამსუბუქებლად და Kickstarter-ის რობოტი Everybot ერთ-ერთი მათგანია. მიუხედავად მისი მოსახერხებელი, კომპაქტური დიზაინისა და მრავალფუნქციურობისა, კინოფილმებში მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს შეჩვეულ თვალს შესაძლოა ძალიან უბრალოდაც მოეჩვენოს. თუმცა, ნუ იჩქარებთ. Everybot-ს აქვს ვაკუუმური წმენდის რამდენიმე რეჟიმი, მისი ფორმა აძლევს საშუალებას, მიწვდეს ყველაზე ძნელად შეღწევად კუთხეებსაც კი, მოერიდოს დაბრკოლებებს, მაგალითად, კიბეს. რაც მთავარია, რობოტი თავის საქმეს აკეთებს დამოუკიდებლად და როგორც ამბობენ, ეფექტურადაც. ნახეთ და შეაფასეთ.

 

 

ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ თავიანთ კარიერასა და ცხოვრებაში

საოცნებო ავტომობილი ბავშვობის საყვარელი ანიმაციიდან – Volkswagen-ის ვიდეორგოლი