Google-ის გაჯეტების წლევანდელი კოლექცია საკმაოდ შთამბეჭდავია. ამჯერად, ერთ-ერთ საინტერესო პროდუქტს წარმოგიდგენთ. მოგეხსენებათ, Google აქტიურად მუშაობს ენობრივი ბარიერის შესამცირებლად. Pixel Buds მუსიკის მოსასმენადაა განკუთვნილი, თუმცა, Google Assistant-თან კოლაბორაციით, სინქრონული თარგმნის ფუნქციაც აქვს. უკაბელო ყურსასმენი Pixel 2-ს უერთდება და ერთი დაჭერით შეუძლია დააფიქსიროს თქვენი ხმა, თარგმნოს, ჩართოს მუსიკა, დარეკოს ან მიიღოს მითითებები. ყველაზე საინტერესო კი მაინც სინქრონული თარგმანია. ამასთან, თუ 40 ენიდან აირჩევთ სასურველ ენას, თარჯიმანი მარტივად გადათარგმნის მას და მოსაუბრის პასუხსაც გაგაგებინებთ.