23
თებ
2018

ველოსიპედისტის ჩაფხუტი ორმაგი კამერით – UPDATE

23 თებ 2018

veon
veon


ველომოყვარულებს, ვისაც ჩაფხუტზე გიყვართ კამერის დამაგრება, ეს ახალი აქსესუარი დაგაინტერესებთ – Cyclevision-ის ჩაფხუტი ორი კამერით, რომელთაგან ერთი წინა მხარესაა დამონტაჟებული, ერთიც – უკან, რაც 160 გრადუსიანი პანორამით იძლევა გადაღების შესაძლებლობას. ამდენად, ხედვის არე მნიშვნელოვნად დიდია. ამასთან, კამერა მაღალი რეზოლუციისაა,  30fps, ბატარეა 2.5-3 საათს ძლებს, აქვს 32 გბ-იანი მეხსიერება, რაც დაახლოებით 4 საათიანი ვიდეოს ჩაწერის საშუალებას იძლევა. ჩაფხუტს უმაგრდება USB კაბელიც. გაჯეტის დაკავშირება უკაბელოდ შეიძლება სმარტფონთან. აქვს LIVE რეჟიმში მაუწყებლობის ფუნქციაც. ჩაფხუტი არამხოლოდ ორიგინალური კადრების დაფიქსირებისთვისაა მოსახერხებელი, არამედ საგზაო შემთხვევების დროს ვიდეო უტყუარ მტკიცებულებადაც გამოდგება.

 

განხილვა