9
Feb
2018

Siemens ელექტრომობილს ქმნის! – UPDATE

9 Feb 2018

veon
veon


სიმენსი ეკონომიურ ელექტრომობილს ქმნის. როგორც კომპანია აცხადებს, ავტომობილი, რომლის სახელია Uniti, ეკო-მეგობრულია და ძირითადად, ქალაქში გადაადგილებაზეა გათვლილი. Uniti მსუბუქია (450 კგ) და უმეტესწილად კომპოზიტური ბიომასალებისგანაა შექმნილი, ავითარებს სიჩქარეს 80კმ/სთ-მდე 3.5 წმ-ზე ნაკლებ დროში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 90-დან 130 კმ/სთ-მდე მერყეობს. მოდელების შესაბამისად, ბატარეა ძლებს 150-300 კმ მანძილზე. პირველი 50 000 ეგზემპლარის წარმოება 2018 წელს იგეგმება.

 

განხილვა