in

ყველაფერი ონლაინში! ანუ როგორ ვისარგებლოთ ბანკის სრული სერვისით, ფილიალში მიუსვლელად?

ონლაინ აქტივაცია

თუკი, სულ ახლო წარსულში, ბანკში მისვლა, ხშირად გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა, ახლა ნებისმიერი მომსახურების მიღება, საქართველოს ბანკის ორ მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის, ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ თუკი სმარტფონი თან გაქვთ, ე.ი. არც ბარათის შესაკვეთად მოგიწევთ მისვლა, არც მის ასაღებად, არც ანგარიშის აქტივაციისა თუ სხვა უამრავი სერვისისთვის. მოკლედ, ფილიალში მისვლა აღარ გჭირდებათ, რადგან საქართველოს ბანკის განახლებული პროდუქტები და მომსახურება მთლიანად თქვენს მობილურში, mBank-ის აპლიკაციაშია თავმოყრილი.

 

ციფრული ბარათი და ონლაინ აქტივაცია იმ პროდუქტების მხოლოდ ნაწილია, რომლებითაც საქართველოს ბანკის მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში უკვე სარგებლობენ. სერვისის სრულად გაციფრულება, ერთი მხრივ, ციფრული პროდუქტების ევოლუციის ლოგიკური გაგრძელება იყო, მეორე მხრივ კი, პანდემიის პერიოდმა კომპანიას მისი აქტუალობა და გადაუდებელი საჭიროება მკაფიოდ დაანახა.

მაინც, რას მოიცავს საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტები? განვიხილოთ განახლებული mBank-ის პროდუქტები: ონლაინ აქტივაცია, ციფრული ბარათი და მობილბანკის სერვისები.

რა  არის ონლაინ აქტივაცია? თუკი, ფილიალში მისულს, პირადობის მოწმობით საკუთარი ვინაობის დადასტურება და ანგარიშის თუ პროდუქტების ამგვარად აქტივაცია გვიწევდა, ბანკის განახლებული აპლიკაციის საშუალებით, ეს საჭირო აღარ არის. მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია ნიშნავს, რომ მომხმარებელს რეგისტრაციის გასავლელად მარტივი და უსაფრთხო მექანიზმი აქვს, ამისათვის კი, საერთოდ არ არის საჭირო ფილიალში ადგილზე მისვლა.

ონლაინ აქტივაცია არამხოლოდ რეგისტრაციის, არამედ არსებული საკონტაქტო ინფორმაციის (მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) შეცვლის წვდომასაც იძლევა, რის გამოც მომხმარებლებს ადრე ფილიალში უწევდათ მისვლა. ონლაინ აქტივაცია სრულიად დაცულია – უსაფრთხოების ყველა პარამეტრი გათვალისწინებულია. ამას გარდა, ონლაინ აქტივაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს საქართველოს ბანკის სერვისებით მარტივად სარგებლობის საშუალებას აძლევს.

როგორია ონლაინ აქტივაციის პროცესი? ონლაინ აქტივაციისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს როგორ სურს რეგისტრაცია: პირადობის მოწმობით თუ პასპორტის საშუალებით. ასევე, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ე.წ. „სელფის“ საშუალებით იდენტიფიკაცია. იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის საეთაშორისო/ევროპული სტანდარტების მიხედვით აწყობილი ფუნქციონალის მეშვეობით ხდება. აღნიშნული სიახლე ესპანურ ვენდორთან EID-ისთან თანამშრომლობით დაინერგა. ამ სისტემას იყენებენ ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიც არიან: Santander, Caixa Bank, ING, Orange Bank და ა.შ.

ონლაინ აქტივაციამ და სერვისებზე სმარტფონიდან სწრაფმა წვდომამ კიდევ ერთ პროდუქტს დაუდო სათავე.

საქართველოს ბანკის ციფრული ბარათი ფიზიკური საბანკო ბარათის ონლაინ ალტერნატივაა. ანუ, თუკი აქამდე გვქონდა ბარათი, რომელსაც ჩვეულებრივ თან ვატარებდით, ახლა ბარათის შეკვეთაც, მიღებაც და მისი გამოყენებაც ციფრულადაა შესაძლებელი. შესაძლებლობები იდენტურია, თუმცა, ციფრული ბარათის მისაღებად, ფილიალში მისვლა საჭირო არაა. მისი შეკვეთაც და სარგებლობაც მომენტალურად არის შესაძლებელი, როგორც მობილბანკიდან ისე ინტერნეტბანკიდან. ბარათის აღებისას, შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც VISA, ისე MasterCard. ამას გარდა, ციფრული ბარათზე, შესაძლებელია იქონიოთ როგორც ლარის, ასევე  დოლარისა და ევროს ანგარიში.

ციფრული ბარათის საშუალებით, ამ სერვისებით ისარგებლებთ: გადაიხდით ყველგან და თანხას გამოიტანთ საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან ისე, რომ ბარათი ფიზიკური სახით არც დაგჭირდებათ.

ამრიგად, განახლებული მობილბანკი საკუთარ გაჯეტში სრული საბანკო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას გვაძლევს. აპლიკაცია რეგულარულად ახლდება და უფრო მეტი ხელმისაწვდომი სერვისი ემატება. ხოლო, თუკი გაინტერესებთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ მობილბანკით ახლა, ამ ჩამონათვალს მიადევნეთ თვალი: გადარიცხავთ, სადაც გინდათ, გადაიხდით, რასაც გინდათ, მიიღებთ გზავნილს და საერთოდ, გააკეთებთ იმ ყველაფერს, რასაც ფილიალში აკეთებდით.

თუმცა, თუ დახმარება მაინც დაგჭირდებათ, “აქვეა” თქვენი პერსონალური ფინანსური მენეჯერიც, რომელიც თქვენი ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

 

[R]

თავისუფლება ყველა ცოცხალ არსებას! – WWF-ის კამპანია

„იზოლაციაში არ ხარ მარტო!“ – 200 მილიონი ადამიანის მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს