in

უპერას ონლაინ გადახდები – UNICARD-ზე ქულების დაგროვების ახალი შესაძლებლობა

www.upera.ge უნიქარდის ახალი პროდუქტია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, გადაიხადოთ გადასახადები მომენტალურად, შედეგად კი, დააგროვებთ ქულებს უნიქარდზე. უპერათი სარგებლობა შეუძლიათ ბარათის მფლობელებს და მათაც, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს უნიქარდი. უპერას მეშვეობით თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ: კომუნალური, ინტერნეტის, ტელევიზიის, ტელეფონის გადახდებით, შეავსოთ მობილური ბალანსი, გადაიხადოთ ჯარიმები, პარკირების საფასური, საჯარო მომსახურებისა და სხვა გადახდები. პროდუქტის მიზანზე, კონცეფციასა და სარგებლიანობაზე მარკეტერს ესაუბრა უნიქარდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ანა კოშაძე.

BOG
BOG

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=xfp8_vb-Hjw[/embedyt]

M: იდეა როგორ გაჩნდა, რომ ახალი პროდუქტი შეგექმნათ, რატომ გახდა საჭირო „უპერას“ შეთავაზება მომხმარებლებისთვის?
უნიქარდი  მუდმივად ფიქრობს და  ზრუნავს, რომ მომხმარებლებს ქულების დაგროვების მრავალფეროვანი და მეტი შესაძლებლობა შესთავაზოს, უპერას შექმნის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. გარდა ვაჭრობის, მომსახურებისა და ელექტრონული კომერციის სექტორებისა, ქულების დაგროვება ონლაინ გადახდების დროსაც გახდა შესაძლებელი.

 M: სახელი „უპერა“ როგორ შეარჩიეთ, რა კონცეფცია აქვს?
უპერალათინურად საფულეს ნიშნავს. საფულე ადამიანისთვის საიმედო ნივთია, ფულთან ასოცირებული. უპერას კონცეფცია მარტივიამართო ფინანსები სწორად და სანაცვლოდ, მიიღო სარგებელი.M: რა არის თქვენი ახალი პროდუქტის მიზანი და რა პროცესებს ამარტივებს მისი გამოყენება?
პირველ რიგში, ჩვენი მიზანი ბარათის მფლობელებისთვის ქულების დაგროვების კიდევ ერთი, დამატებითი საშუალების მიცემა იყოუნიქარდის მფლობელები გადახდის განხორციელებისას ქულებს აგროვებენ და გადახდა სარგებლიანი ხდება. გარდა ამისა, უპერას ვებგვერდი კომფორტული და მარტივია. მისი მეშვეობით გადახდების განხორციელება კი მოსახერხებელი და უსაფრთხო. მოხმარებელს საშუალება აქვს, შექმნას ყველაზე ხშირად მოხმარებადი გადახდების შაბლონები და გაიმარტივოს გადახდის პროცესი.

M: როგორ ხდება გადახდისას ქულების დაგროვ?
ქულების დასაგროვებლად საკმარისია უნიქარდის ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა ან გადახდის დროს უნიქარდ ბარათის ნომრის მითითებააქვე დავამატებ, რომ დაგროვებული ქულებით, ბარათის მფლობელებს შეუძლიათ, საჩუქრები აირჩიონ ვებგვერდზე: www.unicard.ge ან ზოგიერთ პარტნიორ კომპანიაში ადგილზევე.M: რამდენი ქულა გროვდება ონლაინ გადახდებისას?
სხვადასხვა მომსახურების გადახდის დროს სხვადასხვა რაოდენობის ქულა გროვდება, ქულების დარიცხვის სქემა მითითებულია უპერას ვებგვერდზე, მომსახურების პირობებში. მომხმარებლებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ისარგებლებენ უპერას გადახდებით, სასიამოვნო  სიურპრიზები ელით!

[R]

ადგილი, სადაც არც შეხედულებებს აქვს მნიშვნელობა და არც ბარიერები არსებობს! – Uber-ის ორიგინალური პრინტ კამპანია

რა შეიძლება იყოს წვერის გაპარსვისთვის სერიოზული მიზეზი? – Gillette-ის კამპანია #BabyFace