in

„რაც უფრო ვითარდები, მით უფრო რთულ და საინტერესო გამოწვევებს ეძებ, ამით კარიერულ განვითარებას უწყვეტ პროცესად აქცევ“ – გაიცანი Upgaming-ის ციფრული პროდუქტების დიზაინერი

გიორგი რურუა – ციფრული პროდუქტების დიზაინერი.

ინტერესები მასების ფსიქოლოგია, არქიტექტურა, კულინარია, მოგზაურობა.

მიზანი – იპოვოს მარტივი, პრაქტიკული და კრეატიული გადაწყვეტილებები ადამიანების ციფრულ სამყაროსთან ინტერაქციის გასაუმჯობესებლად.

ეძებს – რთულ და საინტერესო გამოწვევებს კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის.

სამუშაო ადგილიპროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming.

სამსახურში მოსწონს – განვითარების უწყვეტი შესაძლებლობა.

Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია „Upრინდის“ ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.

Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.

[R]

2023 წლის ქართული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვნახოთ

თიბისის განათლების პროგრამის ერთი წელი