in

Upgaming: „ჩვენთვის, Spotlight X-ის მხარდაჭერა საერთო ხედვის გაზიარებაა“

14 ივნისს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ Spotlight X გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ სულ მალე ქართული მარკეტინგული, ბიზნეს და ტექ-საზოგადოება სფეროს საინტერესო ამბებს, იდეებსა და რეალურ გამოცდილებას მოისმენს. Marketer.ge-ის ეს პროექტი უკვე ცამეტი წელია წლის უცვლელ ნაწილად იქცა სპიკერებით, ვორქშოპებითა და ნეთვორქინგის სივრცით. ღონისძიების გარშემო შემოკრებილ პარტნიორებს შორის, წელს, ტექნოლოგიური კომპანია Upgaming-იც არის. საერთაშორისო ტექ-ბაზარზე მომუშავე გუნდისთვის მუდმივი განვითარება, ცოდნის გაზიარება და სიახლეებისადმი მზაობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მათთვის სრულიად ბუნებრივია იმ სივრცეების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს შორის ცოცხალ კომუნიკაციას, ახალ იდეებსა და შთამაგონებელ გარემოს ქმნის. Spotlight-ის მხარდაჭერასა და ღონისძიების მნიშვნელობაზე Upgaming-ის მარკეტინგის მენეჯერი რუსა ადამია გვესაუბრება.

M: როგორ ხედავთ ღონისძიების მნიშვნელობას – რას ცვლის ის ქართული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისთვის?

დღეს, როდესაც ტექნოლოგიები და ბიზნესი ძალიან სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სივრცეები, სადაც ადამიანები საკუთარი ისტორიების გარდა, აზიარებენ რეალურ გამოცდილებას, გამოწვევებს, ექსპერიმენტებსა და იმ პროცესებს, რომლებიც ხშირად კულისებში რჩება.

Spotlight საქართველოში ქმნის პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ახალ კავშირებს ქმნიან და უფრო გლობალურად იწყებენ ფიქრს. ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები პირდაპირ უწყობს ხელს როგორც ინდივიდების, ისე მთლიანად ქართული ტექ და ბიზნესეკოსისტემის განვითარებას.

Upgaming-ისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მსგავსი პროცესების მხარდაჭერა და მათში ჩართულობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, სადაც გარემო მუდმივად ტრანსფორმირდება, ყველაზე დიდი ღირებულება სწორედ ცოდნის, გამოცდილებისა და ხედვების გაზიარებას აქვს.

M: თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი „სფოთლაითის“ მხარდაჭერა?

Upgaming მუდმივად არის იმ სივრცეების ნაწილი, სადაც პროგრესი, ინოვაცია და პროფესიული განვითარება ხდება. ჩვენთვის „სფოთლაითის“ მხარდაჭერა მხოლოდ ფორმალური პარტნიორობა არ არის, ეს არის საერთო ხედვის გაზიარება. აქტიურად ვართ ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური და ბიზნესკულტურის განვითარებას უწყობს ხელს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, შეხვდნენ დარგის ლიდერებს, რომელთა გამოცდილება და პროფესიული ხედვები მათთვის შესაძლოა შთამაგონებელი და კარიერულად გარდამტეხიც აღმოჩნდეს.

M: გვიამბეთ იმ მთავარ ღირებულებებზე, რაც ღონისძიებასთან და მის სტუმრებთან გაერთიანებთ…

მთავარი ღირებულებები, რაც Upgaming-სა და „სფოთლაითს“ აერთიანებს, არის გამოცდილების გაზიარება, მუდმივი განვითარება და ცვლილებებისადმი მზაობა. ჩვენთვის ეს არის ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილი – ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ვაზიარებთ ცოდნას გუნდებს შორის და ვქმნით გარემოს, სადაც განვითარება ბუნებრივი და უწყვეტი პროცესია.

გვჯერა, რომ სწორედ ასეთი კულტურა უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალურ, ისე ორგანიზაციულ ზრდას და გვაძლევს შესაძლებლობას, მყარად შევინარჩუნოთ ტემპი დინამიკურ საერთაშორისო ტექ-ინდუსტრიაში.

სწორედ ამ ხედვით ვუერთდებით „სფოთლაითს“ – პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, კომპანიებსა და იდეებს და ქმნის სივრცეს ცოდნის გაზიარებისთვის, ახალი თანამშრომლობებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

M: როგორია მოლოდინი 14 ივნისის „სფოთლაითთან“ დაკავშირებით?

ვფიქრობთ, 14 ივნისი იქნება დღე, რომელიც ბევრ საინტერესო იდეას, ახალ კავშირებსა და ინსპირაციას გააერთიანებს. ველოდებით საინტერესო დიალოგებს, განსხვავებულ გამოცდილებებს და ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სფეროებში განვითარებასა და პროგრესს უწყობენ ხელს.

ასეთი ღონისძიებების მთავარი ღირებულება სწორედ იმ ცოცხალ კომუნიკაციაშია, რომელიც ადამიანებს შორის იქმნება და ახალ იდეებსა თუ თანამშრომლობებს აჩენს.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: biletebi.ge. საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] – მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.

ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: VisaTegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoftთეთრი კვადრატი

პარტნიორები:Coinmania, AversiUpgamingSelf.HRJacobsSilknetBDO DigitalRedbullსაქართველოს უნივერსიტეტიSilk RewardsSignall.geNational GeographicRender GroupTon, biletebi.ge, METI Protein Bar

YouTube-მა AI-კონტენტის კონტროლი გაამკაცრა

„სფოთლაითი“ აჩვენებს, რომ ყველა იდეის განხორციელება შესაძლებელია“ – Self.HR Spotlight X-ზე