ზვიად მახარაშვილი
27 წლის
Senior Back-end დეველოპერი
ცხოვრების ტემპი — იმდენად სწრაფი, რომ უკვირს, როგორ ეწევა. არის შემთხვევები, როდესაც უსწრებს კიდეც
თვისებები — არის ცნობისმოყვარე და აქტიური
ინტერესები — ციფრული პროდუქტები, ავტომობილები, კრივი, თევზაობა, სკეიტბორდზე სრიალი და სხვა
უყვარს — ციფრულ სამყაროში მოგზაურობა
სამუშაო ადგილი —პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming
სამსახურში მოსწონს — ჩართულობა ინოვაციური და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში
Upgaming წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია „Upრინდის“ ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.
Upgaming პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.
[R]