in

როგორ განაახლოთ თქვენი პერსონალური ბრენდი

ბრენდები ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან. მართლაც, ეს ხდება იმის მიუხედავად, რაზე ვსაუბრობთ: პროდუქტებზე, ობიექტებზე თუ ადამიანებზე. რაც შეეხება პერსონალურ ბრენდებს, ეს არჩევანი შეიძლება მოიცავდეს მაღალპროფესიულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა თანამშრომლის დაქირავება, დაწინაურება, ქოუჩინგის ან სერვისების დაკავება და ა.შ. ამიტომაც ეს პროცესი შეიძლება იყოს რთული, როდესაც თქვენი პერსონალური ბრენდი განახლებას საჭიროებს.

თქვენი პირადი ბრენდის საზრუნავი არ არის მხოლოდ სოციალური მედიის არხების განვითარება. მიუხედავად თქვენი ონლაინ აქტიურობისა, ადამიანებს აქვთ თქვენი წარმოდგენა გონებაში – და ეს შეიძლება საკმაოდ მოძველებული იყოს, განსაკუთრებით თუ ახალი უნარების განვითარებას ცდილობთ.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ჩვენი ბრენდის განახლების აუცილებლობას, როდესაც ვაკეთებთ შეგნებულ კარიერულ სვლას, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც რჩებით იმავე სფეროში ან სამსახურში, ასევე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პირადი ბრენდი. ადვილია მოდუნდეთ და დაივიწყოთ თქვენი ბრენდის განახლება ან გადახალისება. ამბიცია და მონდომება განაპირობებს წარმატებას, წარმატება – თვითკმაყოფილებას, ამდენად, როდესაც თქვენ მიაღწევთ ჩამოყალიბების გარკვეულ წერტილს და საკმარისად დაკავებული აღმოჩნდებით საქმით, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ თქვენი მიღწევები თქვენ ნაცვლად ისაუბრებენ.

მაშინ, როცა AI ეპოქა ცვლის ყველა სამუშაოს, ინდუსტრიას და განსაკუთრებით ადამიანურ გამოცდილებას, შეიძლება დადგა დრო, განაახლოთ თქვენი გეზი და დაარწმუნოთ სხვები, რომ შეგიძლიათ კვლავაც შექმნათ ღირებულება.

მკაფიო ხედვა

რა გინდა დაინახოს ხალხმა? იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ პროფესიულ მიზნებზე და განსაზღვრეთ, როგორი იქნება ძლიერი პერსონალური ბრენდი ამ კონტექსტში. მაგალითად, როგორ იფიქრებდნენ ან ისაუბრებდნენ თქვენზე, თუ თქვენ ყოფილიყავით C-suite ლიდერი – ან მსგავსი როლის მთავარი კანდიდატი? თუ არ ხართ დარწმუნებული, შეხედეთ როლურ მოდელებს ამ სფეროში ან პოზიციაში – როგორ განიხილებიან ისინი? რა გინდა თქვან სხვებმა თქვენ შესახებ? სპეციფიკის გარკვევა – გინდათ, დაგინახონ, როგორც „სტრატეგიული“ და ასევე „კოლეგიალური“? მნიშვნელოვანია, არ შემოფარგლოთ თქვენი ხედვა თქვენი ამჟამინდელი მოცემულობით, არამედ გაითვალისწინოთ თქვენი „მომავალი მე“, რომელსაც აქვს პოტენციალი.

შეადგინეთ ტაქტიკური გეგმა

ბრენდის ცვლილებისკენ გზას ვერ შეუდგებით – დროთა განმავლობაში არაერთხელ უნდა დაანახოთ ხალხს, რომ განვითარდით. ეს არ ეხება ნაბიჯების გადადგმას ახალი იმიჯის შესაქმნელად – თქვენ უკვე ხართ ამ ეტაპზე. მაგრამ ეს არის იმაში დარწმუნება, რომ სხვები აღიარებენ თქვენს პერსონას. იფიქრეთ, თუ რა მცდარი წარმოდგენები აქვთ ადამიანებს თქვენ შესახებ და იმოქმედეთ მათი განიარაღებისთვის. თუ თქვენ განამტკიცეთ თქვენი საჯარო გამოსვლის უნარები, აქტიურად ისაუბრეთ შეხვედრებზე, რათა გამოავლინოთ თქვენი ახალი შესაძლებლობები. თუ აუდიტორია გხედავთ მოქმედებაში, ნუ მოგერიდებათ სამართლიანად განაცხადოთ, როგორი იყო თქვენი წვლილი საქმეში.

სტრატეგიული მოთმინება

ყველას გვსურს, რომ ჩვენმა მიგნებებმა გზა სწრაფად გაიკვალოს და სხვებმა იფიქრონ ჩვენზე ისე, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა – მაგრამ ხშირად გვიწევს გამოვიყენოთ „სტრატეგიული მოთმინება“. ბევრ სასურველ მიზანს, იქნება ეს დაწინაურება თუ დიდი დამკვეთის მოზიდვა ან თუნდაც ექსპერტის რეპუტაციის განვითარება, თითქმის გარდაუვალად დრო სჭირდება.

წყარო: HBR



ნახეთ: ფერებით სავსე ემოციური ილუსტრაციები

Taobao – როგორ იქცა ჩინური პლატფორმა იქომერს გიგანტად