ბავშვობაში თითქმის ყველა ოცნებობს ისეთი რამის აწყობაში რაც გაფრინდება.
ნელ-ნელა ყველას გვავიწყდება ამ სურვილის შესახებ, მაგრამ არიან ადამიანები ვინც ცხოვრების ბოლომდე მფრინავი აპარატების აწყობაზე ფიქრობენ და მაღაზიაში ნაყიდ დისტანციური თვითმფრინავებით ვერ კმაყოფილდებიან.
სწორედ ერთ-ერთი მათგანი დიზაინერი Otto Dieffenbach და მისი მეგობარი Ed Hanley არიან. ცნობილი კომიქსების სუპერ გმირების რეალური ზომის თოჯინები გააკეთეს, რომლებიც დაფრინავენ.
სუპერმენი, რკინის კაცი და კიდევ რამოდენიმე გმირი სან-დიეგოს ცაზე დაფრინავენ. ეს წამოწყება უბრალო ჰობი არაა, კომიქსების გმირები სამომავლოდ კომერციულ ან რეკრეაციულ ფრენებს განახორციელებენ.