1
Feb
2019

მოწყობილობა, რომელიც მხრებში გაგმართავთ

1 Feb 2019

veon
veon


UPRIGHT უკაბელო და პატარა ზომის მოწყობილობაა, რომელიც მაგრდება ადამიანის ზურგზე და სპეციალური ვიბრაციის მეშვეობით ახსენებს, გაიმართოს. ეს არის ერთგვარი მწვრთნელი თქვენი ორგანიზმის ჯანსაღი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. მოწყობილობის კონტროლი – პროგრესისთვის თვალის მიდევნება, iOS-ისა და Android-ის სისტემების მომხმარებლებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ. UPRIGHT-ის შემქმნელების – Upright Technologies-ის წარმომედგენლების თქმით, შედეგის ნახვა – მხრებში გამართვასთან ერთად წელის ტკივილის/დისკომფორტის გაქრობა, მოწყობილების მოხმარების დაწყებიდან 2 კვირაშია შესაძლებელი.

UPRIGHT ყოველდღიური ტრენერია, რომელიც ტანსაცმლის უმეტესობის ქვეშ, არც კი ჩანს. ხერხემალზე მაგრდება სპეციალური, სამედიცინო სილიკონის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში, კომპიუტერთან ჯდომის შედეგად წელის ტკივილი, ან დისკომფორტი გაწუხებთ, მოწყობილობა, დაახლოებით, 80 დოლარი ღირს.

განხილვა