5
Dec
2019

MYMARKET-ის ისტორიული განახლება – პროექტის ხელმძღვანელი ვრცლად განახლების შესახებ

5 Dec 2019

#საშენო ივენთი, ქართული იქომერსის შემქმნელებისგან, mymarket-ის ისტორიულ განახლებას აღნიშნავდა. ვებგვერდი, რომელიც ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში და მომხმარებლების 90%-ზე მეტისთვის ძირითადი არჩევანია, სრულიად განახლებული დიზიანითა და ფუნქციონალით ვიხილეთ.

თუ რატომ გახდა საჭირო MYMARKET- ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება, ამას თავად პროექტის ხელმძღვანელი ნიკა ჩილინდრიშვილი მოგვიყვება.

განახლებაზე მუშაობა დაახლოებით 9 თვის წინ დავიწყეთ. დასაწყისშივე მთელი გუნდი ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ თითოეული მომხმარებლის აზრი უნდა ყოფილიყო მთავარი და მთელ განახლებაზე, სწორედ ამ შემართებით ვიმუშავეთ.

M: აშკარაა, რომ აქტიური კომუნიკაცია გქონდათ მომხარებლებთან, რა იყო განახლების პირველი ეტაპი, როგორ დაიწყეთ მუშაობა?

დიახ, განახლების საწყისი ეტაპი მომხმარებლებთან კომუნიკაცია იყო. არც ერთი დეტალი არ შეგვიცვლია მათი ფიდბექის გარეშე. ჩავატარეთ 150-ზე მეტი პირადი ინტერვიუ და 1500-ზე მეტი სატელეფონო გასაუბრება, რომელშიც კვლევითი კომპანია დაგვეხმარა. თავდაპირველად, როდესაც მომხმარებლებს შევხვდით, აღნიშნეს, რომ საჭირო იყო, როგორც დიზიანის, ასევე ფუნქციონალის განახლებაც, რის შემდეგაც უფრო იმედიანად დავიწყეთ მუშაობა.

მთავარი, რაც გვინდოდა, მომხმარებლისთვის ნაკლები დისკომფორტის შემქნა იყო, ამიტომ, თავდაპირველად შევცვალეთ ვებგვერდის სტილი, სტრუქტურა კი იგივე დავტოვეთ და დავამატეთ პატარ-პატარა ფუნქციონალი, რომლებიც გაიტესტა მომხმარებლებთან.

თავიდან გაკეთებული ხუთი სხვადასხვა სტილიდან, ფოკუს ჯგუფის წევრების დახმარებით შეირჩა საუკეთესო ფუნქციონალი და ხუთივე სტილის სინთეზით შეიქმნა ახალი MYMARKET. მომხმარებლის უკუკავშირიდან გამომდინარე, მოგვიწია ზოგიერთი ფუნქციონალის რადიკალური ცვლილებაც.

M: მას მერე, რაც მიხვდით, თუ რა უნდოდა და რას ელოდა თქვენი მომხმარებელი, რა იყო შემდგომი ნაბიჯი?

დიზაინის შერჩევისა და მომხმარებლების აზრის გაგების შემდეგ დაიწყო ყველაზე რთული ეტაპი – ამ ყველაფრის დეველოპმენტი. მუშაობის დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თითქოს სრული ჰარმონია იყო, თუმცა რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ მომხმარებელი უკვე ელოდებოდა განახლებულ MYMARKET-ს და ჩვენც ტემპს ავუჩქარეთ, დავიწყეთ რამდენიმე კვირიანი ღამის თენებები. ამ დღეებში გულწრფელად შეუძლებელი შევძელით, როგორც MYMARKET-ის გუნდის წევრებმა, ასევე სხვა დეპარტამენტებმაც. მუდმივ რეჟიმში მუშაობდა მარკეტინგისა და დიზაინერების გუნდიც. ხშირად მოგვდიოდა ინბოქსში და პოსტების კომენტარებში კითხვები, თუ როდის გავუშვებდით განახლებულ ვებგვერდს. შესაბამისად, ჩვენც ღამის 2-3 საათზე და ხშირად უფრო გვიანაც პასუხად ზუსტად იმ დროს გადაღებულ სელფებს ვუგზავნიდით ხოლმე სამუშაო პროცესიდან.

M: ეს პროცესი, ალბათ, წარმოუდგენელია სირთულეების გარეშე. თქვენ რა სირთულეებს წააწყდით კვლევების ჩატარებიდან mymarket-ის პროდაქშენზე გაშვებამდე?

კი, ნამდვილად იყო სირთულეები. ორკვირიანი ღამის თენებების შემდეგ, როცა უკვე მზად ვიყავით განახლებული MYMARKET-ის გასაშვებად და რეალურად დავიწყეთ ბეტა ვერსიის ატვირთვა, რამდენიმე წამის ინტერვალით მოგვმართავდნენ მომხმარებლები, რომ მათ განცხადებაში ფოტოები იყო წაშლილი. გადამოწმების ეტაპზე ვხედავდით, რომ ნელ-ნელა ყველა განცხადების ფოტო იშლებოდა და სულ რამდენიმე წუთში მაიმარკეტის ყველა განცხადება ფოტოს გარეშე იყო. ეს პრობლემა დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა.

ვფიქრობ, რომ ამ დროს ყველაზე სწორი ნაბიჯი მომხმარებლებთან გულწრფელი ლაპარაკი იყო და ამან გამაართლა კიდეც. კარგად მახსოვს, ამ პრობლემების გაჩენიდან მის აღმოფხვრამდე მარკეტინგის თიმი უცვლელად იღებდა ჩვენი მუშაობის კადრებს და აჩვენებდა მომხმარებლებს, თუ როგორ მიდიოდა ეს პროცესი. ჩვენმა გულწრფელმა კომუნიკაციამ მომხმარებლებიც დაამშვიდა და ჩვენც მალევე შევძელით ყველაფრის აღდგენა.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა გუნდისთვის, რომელიც წარმატებით ჩავაბარეთ, რადგან არამარტო პროდუქტის შემქმნელები, არამედ მთელი MY.GE ერთ გუნდად ვმუშაობდით ხარვეზის აღმოსაფხვრელად და მომხმარებლამდე სწორი ინფორმაციის მისატანად.

M: და საბოლოოდ მიხვედით ბეტა ვერსიის გაშვებამდე. როგორი იყო ეს პროცესები?

ერთდღიანი დაგვიანებით, მაგრამ ბეტა მაინც გაეშვა წარმატებით, მომხმარებლის 2%-ზე.

ამ დროს მთავარი მომხმარებლის ჩართულობა იყო, რათა გაგვეგო რას ფიქრობდნენ და იყო თუ არა რომელიმე ფუნქციონალი შესაცვლელი ან სულაც დასამატებელი. მათ უკუკავშირს რამდენიმე გზით ვიღებდით: ქოლცენტრი, ახალ საიტზე ჩაშენებული კითხვარი, Facebook ჩათი და ჯგუფი, სადაც თავდაპირველად გაწევრიანებულები იყვნენ ფოკუს ჯგუფის წევრები. ეს ჯგუფი ახლა უკვე ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თვლის რომ MYMARKET მისი სივრცეა და უნდა, რომ სათავისო გახადოს. ჯგუფი ჩვენთვის და მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აქ დაწერილ თითოეულ უკუკავშირს კითხულობდნენ და პასუხობდნენ ჩვენი დეველოპერები, დიზიანერები და მათ შორის მეც. ფაქტობრივად, მოვხსენით ყოველგვარი ბარიერი კომპანიასა და მომხმარებლებს შორის.

ასევე განიხილებოდა ფეისბუქ გვერდზე დაწერილ თითოეული კომენტარი, მაქსიმალურად ვცდილობდით, უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა ნებისმიერი მომხმარებელი.

საერთო ჯამში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ MYMARKET ისტორიულად განახლდა, იმაზე კარგი უკუკავშირი მივიღეთ მომხმარებლისგან, ვიდრე ველოდით. ყველა ხარვეზი, რაც ამ დრომდე იყო დაფიქსირებული, გამოსწორებულია.
ამ ხნის განმავლობაში, მომხმარებლების უკუკავშირიდან გამომდინარე, რამდენჯერმე განვაახლეთ საიტი, ვფიქრობთ, პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ და დროა, ძველი MYMARKET სრულიად შევცვალოთ ახლით.

M: რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რას გვპირდება MYMARKET?

დღეს, მუშაობა უფრო აქტიურად მიდის, ვიდრე აქამდე იყო. რაგანაც დესკტოპის მხარეს დაგეგმილია გამყიდველის სამართავი პანელის სრულიად შეცვლა. გვინდა, გარკვეული ფუნქციონალების ავტომატიზაცია, რათა უფრო გამარტივდეს MYMARKET-ით სარგებლობა.

დაგეგმილია შიდა გვერდების გადახალისება და ახალი ფუნქციონალების დამატება. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ და მალე ვიხილავთ განახებულ მობილურ ვერსიას, შემდეგი წლისთვის კი, მობილურ აპლიკაციასაც გავუშვებთ.

მომხმარებლის ერთ-ერთი მთავარი თხოვნა მიტანის სერვისის დამატება იყო. ამ ეტაზე ჩავაინტეგრირეთ საშენო ფასის ფუნქციონალი და შემდეგ წელს დაგეგმილია ტრანსპორტირებისა და მეორადი პროდუქციის ონლაინ ყიდვის დამატებაც.
ვგეგმავთ ქვეკატეგორიების სახელების გადახალისებას, კატეგორიების მიხედვით ფილტრების განახლებას, გამყიდველისა და განცხადების შეფასების სისტემის დანერგვას.

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა