in

როგორ შევქმნათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი წარმატებული პროგრამა?

თუ კომპანიის ზრდა და განვითარება გსურთ, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა იზრუნოთ. კვალიფიკაციის ამაღლება გრძელვადიანი ინვესტიციაა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების გაზრდაში. ეს პროცესი თანამშრომლებს კარიერულ წინსვლაში, თქვენ კი კადრების შენარჩუნებაში, გეხმარებათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, ორგანიზაციული უნარების ამაღლების პროგრამების შემუშავება საკმაოდ რთულია და ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს.

როგორ უნდა ვიპოვოთ შესაბამისი კვალიფიკაციის პროგრამა და შემდგომში, როგორ განვახორციელოთ? ამ კითხვაზე პასუხი 3 ძირითადი მიმართულებით ვითარდება.

მხარი დაუჭირეთ თქვენს თანამშრომლებს კარიერულ განვითარებაში

თანამშრომლების მხარდაჭერა კარიერული განვითარებისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავებასაც გულისხმობს, რაც საბოლოოდ ეფექტური შედეგების მიღწევაში გეხმარებათ.ამ მეთოდს, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად, უკვე არა ერთი კომპანია იყენებს.

მაგალითად, კომპანიაში Cengage, რომელსაც მთელ მსოფლიოში 4000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, კარიერა თანამშრომლის საკუთრებაა, რაშიც მენეჯერები და კომპანია მხარს უჭერენ მათ. იმისთვის, რომ დაადგინონ თუ რა ტიპის კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ, ისინი ცდილობენ ერთმანეთს დაუკავშირონ ინდივიდუალური ინტერესები, ორგანიზაციის მიზნები თუ ხარვეზები.

თანამშრომლები განიხილავენ საკუთარ პროფესიულ მიზნებსა და შესაძლებლობებს, საუბრობენ, რათა მიიღონ მხარდაჭერა მენეჯერებისგან. და თუ ამას ვერ მიიღებენ, შეუძლიათ HR-ის კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში ჩაერთონ.

სადაზღვევო კომპანია John Hancock-ს კი ონლაინ თვითმომსახურების სასწავლო ცენტრი Pursuit Learning Hub აქვს. სხვადასხვა კურსით თანამშრომლებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, შეუძლიათ თუ არა მენეჯერებს თანამშრომლების დახმარება, მათ უფლება აქვთ, საკუთარი სურვილისამებრ, ჩაერთონ ნებისმიერ პროგრამაში. კომპანია ამბობს, რომ მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში თანამშრომლებმა, ერთობლივად, 12 000 საათი თავიანთი უნარების განვითარებაზე დახარჯეს.

მოახდინეთ შესაბამისი რეაგირება

თუ თანამშრომელი გეტყვით თუ რა სჭირდება მას და თქვენ შესაბამის რეაგირებას არ მოახდენთ, შემდგომში ვერც სამსახურიდან წასვლაზე ეტყვით რამეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ინფორმაციის სწორად მიღება და შესაბამისი უკუკავშირი.

Medicus, $200 მილიონიანი კომპანიაა, რომელსაც მხოლოდ 215 თანამშრომელი ჰყავს. როცა თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლა დაიწყეს, მათ გამოიკვლიეს ეს საკითხი და გაიგეს, თუ რა იყო ამის მიზეზი. შემდეგ კი შეიმუშავეს 4 კვირიანი პროგრამა, რამაც თანამშრომელთა წასვლის მაჩვენებელი 50%-ით შეამცირა.

როდესაც Cengage-ში კვალიფიკაციის ამაღლების ფორმალურ პროგრამებში ხარვეზები ჩნდება, ერთობლივად ცდილობენ ამის მოგვარებას. გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გააგრძელოს ან დაემატოს კომპანიის კვალიფიკაციის ამაღლების შეთავაზებებს, მიიღება ერთობლივად. მსგავსი სტრატეგიით, მათ თანამშრომელთა არა თუ შენარჩუნება, არამედ კმაყოფილების გაზრდაც შეძლეს. 

შეადგინეთ საგზაო რუკა

ნებისმიერი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის მნიშვნელოვანი ასპექტი მკაფიო გზებისა და ეტაპების იდენტიფიცირებაა. თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, თუ რა სჭირდება კომპანიას, რომ მისი შესრულება შეძლონ.

როცა მაგალითად, კომპანია თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამას სთავაზობს, უნდა უთხრას თუ რეალურად რა შედეგის მისაღებად სჭირდება ეს. მსგავსი მეთოდი საშუალებას აძლევს მათ ზუსტად განსაზღვრონ თავიანთი ქმედებები.

აქვე მნიშვნელოვანია, კონკრეტული შეფასების სქემების შემუშავება, რომ თანამშრომლებმა დაადგინონ მათი ხარვეზები და უპირატესობები.

ეს ყველაფერი კი მათ ნათელ წარმოდგენას უქმნის სამუშაო პროცესზე და შედეგებიც უმჯობესდება.

მომავალი: კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ინტეგრაციაა

გასულმა წლებმა აჩვენა, რომ თანამშრომლების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, მათი ორგანიზაციული ზრდისა და სტრატეგიული პოზიციონირებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანი ასპექტია.

თუმცა,ზოგჯერ შესაძლოა რთული იყოს იმ უნარებისა და კომპეტენციების იდენტიფიცირება, რომლებიც თანამშრომლებისთვის, თქვენს ორგანიზაციაში ყოფნას ღირებულს გახდის.

როცა თქვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში ჩართვას, ამ პროცესის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. აქ თანამშრომლების მოთხოვნებისა თუ სურვილების მოსმენა, შემდეგ კი შესაბამისი რეაგირებაც, არა ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი კი მომავალში დიდი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

წყარო: HBR



გასული წლის შეჯამება და მომავლის ხედვა, – როგორია თეგეტა ჰოლდინგის 2022 წლის კალენდარი

მენტალური ჯანმრთელობა – რა ასაკიდან უნდა მივაქციოთ მას ყურადღება?