in

შეიძინე კურსები ფასდაკლებით upway-ის განახლებულ ვებზე

წელიწადის ის პერიოდია, როდესაც საჩუქრების ყიდვა ყველაზე მეტად გვიყვარს. საახალწლო სეზონამდე, ჯერ Black Friday გველის. ესაა დრო, როდესაც განვლილ თვეებს ვაჯამებთ და ვიღებთ მიმართულებას, თუ საით გვინდა განვითარება. ახლის სწავლის დრო კი ყოველთვის არის. მათთვის, ვისთვისაც თვითგანვითარება მნიშვნელოვანია, upway-მ თავი მოუყარა 70 სკოლის 350-მდე ფიზიკურ თუ ონლაინ კურსს ერთიან საგანმანათლებლო ონლაინ მარკეტფლეისზე.

ცოტა ხნის წინ კი, ციფრული პლატფორმა საფუძვლიანად განაახლა და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ნავიგაცია უზრუნველყო. გუნდმა პლატფორმის განახლება მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. მსურველებისთვის სწავლის სათანადო პირობების შესაქმნელად, upway-მ საგულდაგულოდ შეისწავლა აუდიტორია, საგანმანათლებლო მარკეტფლეისი კიდევ უფრო გააუმჯობესა და TOP მოთხოვნადი სასწავლო მიმართულებები ერთ სივრცეში მოაქცია. ვებგვერდს 3D ვიზუალებიც დაემატა. upway-ის ახალი UX/UI დიზაინზე ლაშა ახვლედიანმა იმუშავა.

ვიზუალურ განახლებასთან ერთად, upway-მ სწავლას მოწყურებულ ადამიანებს ახალი სკოლები და კურსები შესთავაზა. მარკეტფლეისის დახმარებით, შეგიძლიათ განვითარდეთ პროფესიულად, აითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, ვიზუალური კონტენტი, უცხო ენები, სიღრმისეულად გაერკვიოთ ბიზნესში, ან თუნდაც, განტვირთვისთვის ახალი ჰობი შეიძინოთ. upway-ზე სასწავლო კურსების პოვნა ბავშვებისთვისაცაა შესაძლებელი. მოკლედ, რაც არ უნდა გაინტერესებდეთ, upway-ზე ყველაფერს იპოვით.

უკვე ორი წელია, რაც upway თვითგანვითარების მსურველებზე ზრუნავს, მათზე, ვისაც სწამს, რომ სწავლა და განვითარება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს არის გზა ხელახლა აღმოაჩინო საკუთარი თავი, პროფესია თუ ახალი უნარები.

მოახლოებულ Black Friday-სთან დაკავშირებით, განახლებული upway თვითგანვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ საშუალებას ქმნის. პლატფორმაზე სასურველ კურსებზე -15-45%-იან ფასდაკლებას აღმოაჩენთ. ახლა იდეალური დროა, რომ არ გადადოთ თვითგანვითარება.

[R]

რა ღირებულება აქვს კორპორაციულ მიზანს

ქართული სააგენტოების ნამუშევრები Epica Awards-ის შორთლისთში მოხვდა