in

Nasa-ს მეცნიერს ურანის საიდუმლოებების ამოხსნა სურს

ნასას მეცნიერს ახალი ზონდის შექმნა სურს, რომელიც იდუმალებით სავსე ურანის სისტემას გამოიკვლევს. კონკრეტულად კი, როგორ ჩამოყალიბდა, რამდენად შეიცვალა მას შემდეგ, როგორია პლანეტის ინტერიერის სტრუქტურა, ატმოსფერო, მაგნიტოსფერო, რგოლების სისტემა, აქვს თუ არა მის მთვარეებს ან ერთ-ერთს მაინც მიწისქვეშა ოკეანეები და ა. შ. 

M2
M2

ეს მისია შთააგონებს და მრავალ ინფორმაციას მიაწვდის უამრავ თაობას მზის სისტემის ისტორიისა და მისი შორეული მიღწევების საიდუმლოებების შესახებ, — აცხადებს ქეთლინ მენდთი, ნასას ასტროფიზიკოსი. 

ურანის შესწავლა, ანუ ღია ცისფერი ყინულოვანი გიგანტის, სამეცნიერო თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. თანაც, ამბობენ, რომ იგი საკმაოდ უცნაური პლანეტაა, თავისი დახრილობითა თუ 27 მთვარით, რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა მახასიათებლებზე… მიუხედავად ამისა, ნასას მის შესასწავლად 1986 წლის Voyager 2-ის შემდეგ არცერთი ხომალდი გაუგზავნია. ახლა კი, თუ კონკრეტულ იდეას განახორციელებენ, ეს დაგვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ ჩვენი მზის სისტემისა და პლანეტის შესახებ. 

ცურვის 9 უპირატესობა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის

ახალი AI პროგრამა Super Mario Bros-ს ტურების უსასრულო რაოდენობას ქმნის