14
Sep
2016

როგორ გადააიქცია ორმა ახალგაზრდამ მტკვარი საგამოფენო სივრცედ – ურბანული არტ პროექტი

14 Sep 2016

წარმოგიდგენიათ? გამოდიხართ ერთ დღეს მტკვრის სანაპიროზე და მდინარის კალაპოტში ფიროსმანის შედევრების ინსტალაციას ხედავთ. ურბანული ხელოვნების ეს ორიგინალური იდეა ვაჟა თოფურიასა და ნინო ზედგინიძეს ეკუთვნის, რომლებიც  სტრიტ არტით არიან დაკავებულები. არტ პროექტის მიზანია, მტკვარი გადააქციოს საგამოფენო სივრცედ და დამთვალიერებელმა მდინარეში ჩაყრილი ნაგვის ყურების ნაცვლად, მის კალაპოტში განთავსებული შედევრებით ტკბობა შეძლოს. რეპროდუქციები წყალგამძლე პრინტზეა შესრულებული, შესაბამისად, წყლისგან დაზიანება არ ემუქრება. “მტკვრის ფიროსმანიზაცია” მერიის ხელშეწყობით განხორციელდა. წყვილი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და  მალე პეტრე ოცხელის ინსტალაცისაც გეგმავს, ისევ მტკვარზე.

ფიროსმანი მტკვარზე1

გალაკტიონი ხიდი

ფისორმანი მტ2

ფიროსმანი მტ3

ფიროსმანი მტ4

განხილვა