in

„მწვანე სამყარო“: „ესპანური ხარისხი საქართველოში“

„მწვანე სამყარო“ ურბანული გამწვანების სფეროში 25 წლიანი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანია „ლა ენსინა გრუპის“ წარმომადგენელია საქართველოში. როგორც თავად ამბობენ, კომპანიის სერვისები, თავისი შინაარსითა და ხარისხით, 21-ე საუკუნის საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს, მწვანე საფარის შექმნასა და შენარჩუნებას ემსახურება.

„სწორედ ამიტომ „მწვანე სამყაროს“ კლიენტები არიან როგორც უმაღლესი დონის საჯარო უწყებები, ისე კერძო პირები და კომერციული ორგანიზაციები. კომპანია მათ მებაღეობისა და ურბანული გამწვანების მიმართულებით, პროფესიონალი ესპანელი და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, სრულყოფილ, ხარისხზე ორიენტირებულ მომსახურებას სთავაზობს“.

„მწვანე სამყაროს“ ხეები ესპანეთში „ლა ენსინა გრუპის“ 400 ჰა-ზე გაშლილ სანერგეში იზრდება. ცნობილია, რომ ხეების წარმოებით ესპანელები ევროპაში ლიდერები არიან. ამიტომ, ფასი და ხარისხი, რომელსაც კომპანია კლიენტებს სთავაზობს, მათი თქმით, ფაქტობრივად, უკონკურენტოა.

„ჩვენი უპირატესობა ხელმისაწვდომი და მისაღები ფასებია, რაც ნამდვილად გამოგვარჩევს ბაზარზე. უკვე 50 წელზე მეტია, ესპანეთში სანერგე მეურნეობა გვაქვს და ხეებს თავად ვაწარმოებთ. თუ საქართველოში კონკურენტებს ხეების შეძენა სხვადასხვა ქვეყნიდან უწევთ, ჩვენ საკუთარი ჩამოგვაქვს, რაც ფასში ლავირების საშუალებას გვაძლევს და კლიენტებს მათთვის მისაღები ღირებულება შეგვიძლია შევთავაზოთ“, – ამბობენ „ლა ენსინა გრუპის“ წარმომადგენლები.

კომპანიის მომსახურება გამწვანების ნებისმიერი ტიპის სამუშაოებს მოიცავს. ესენია: ლანდშაფტის დიზაინი, სკვერების, სასტუმროების, საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების ეზოების გამწვანება, მოვლა-პატრონობა. ასევე, სტადიონების გამწვანება, სადრენაჟე და სარწყავი სისტემით და ქარსაცავი ზოლების გაშენება.

როგორც „მწვანე სამყაროში“ ამბობენ, კომპანიას 30 სახელმწიფო ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. მათ შორის, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანიამ გაამწვანა: დიდუბისა და ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებლის გამზირი, სააკაძის მოედანი, ფონიჭალა, დუმბაძის გამზირი და დედაქალაქის ბევრი სხვა უბანი.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, სახელმწიფო ტენდერებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ფასს ენიჭება. საკუთარი წარმოების საშუალებით, მაღალი ხარისხის პარალელურად, შეგვიძლია, სხვა კომპანიებს კონკურენცია დაბალი ფასით გავუწიოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა საჯარო უწყებებთან მრავალჯერადია და ათეულობით წარმატებულ პროექტს ითვლის“, – ამბობს „მწვანე სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ნაჭყებია.

მიუხედავად ზომისა, კომპანიისთვის თითოეული პროექტი ერთნაირად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ამიტომ, ყველა დაკვეთის შესრულებაში ესპანელი სპეციალისტები უშუალოდ მონაწილეობენ, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე ეცნობიან სამუშაო არეალს, ადგენენ პროექტს და მის განხორციელებას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, როგორც კომპანიაში ამბობენ, კერძო პირები და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც „მწვანე სამყაროს“ მიმართავენ, ყოველთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მიერ შესრულებულ ხარისხიან მომსახურებას იღებენ.

„მწვანე სამყაროში“ მომხმარებელს შეუძლია, მისთვის სასურველი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები, ბუჩქები, ყინვაგამძლე და სიმშრალის ამტანი, ასევე, დეკორატიული მცენარეების ნერგები შეიძინოს. მათი თქმით, კომპანია უკვე ზრდასრული ხეების მიწოდებასაც უზრუნველყოფს, რაც ასევე გამოარჩევს კონკურენტებისგან.

„მწვანე სამყარო“ ორხევში ასრულებს გარდენიას მშენებლობას, სადაც მომხმარებელი და პოტენციური მყიდველები საკუთარი თვალით ნახავენ და აარჩევენ სასურველ მცენარეებს.

„კომპანია „გრატოს სათბურებთან“ ერთად, ვაკეთებთ ბაღს, სადაც ჩვენი ყვავილები, ნერგები და ზრდასრული ხეები იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობთ, ეს პროცესი სექტემბრისთვის დასრულდება და გარდენია გაიხსნება. გვიხარია, რომ მომხმარებლებს უკვე ადგილზე შეეძლებათ, გაეცნონ ჩვენი მცენარეების სხვადასხვა სახეობას და საკუთარი ეზოებისთვის ყველაზე სასურველი შეარჩიონ“, – ამბობს გიორგი ნაჭყებია.

„მწვანე სამყარომ“ საქართველოში საქმიანობა 2017 წლიდან დაიწყო.

„დღეს, კომპანიის ანგარიშზე, 200-მდე წარმატებით დასრულებული პროექტია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, 20 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული“.

[R]

Amazon-ის კურიერმა რობოტებმა მუშაობა კალიფორნიიდან დაიწყეს

როგორ შეიქმნა პრინტი, რომელმაც ელექტრო სკუტერი მოიგო?