ცხოველები ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ. მათი მოვლა, ყურადღება და სიყვარული აუცილებელია არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობის, არამედ ჩვენი ურთიერთობებისთვისაც. ოთხფეხა მეგობრების ბედნიერება და კეთილდღეობა ჩვენს ხელშია, და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ შევთავაზოთ მოვლის საუკეთესო პირობები.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც ცხოველებზე ზრუნვის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს. ზოომაღაზიების ქსელი Urban Tails ბაზარზე ინოვაციური კონცეფციით შემოდის, რომელიც ქმნის სივრცეს სადაც შინაური ცხოველი ოჯახის წევრია და სადაც ცხოველი და მისი „მშობელი“ (“Pet Parent” – და არა „პატრონი“) ერთნაირად კომფორტულად იგრძნობენ თავს.
ბრენდის უნიკალურობა მის კონცეფციაშია – მისი სახით, საქართველოში იქმნება ზოომაღაზიების ქსელი, რომელიც სპეციალურ აპლიკაციას ავითარებს, ნერგავს ინოვაციურ პროექტებს და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს.
როგორ იქმნებოდა პროექტი და რა გეგმები აქვს მომავლისთვის? ამაზე Urban Tails-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინიკო ჭკუასელი და WINDFOR’s-ის კრეატიული დირექტორი ბექა მეფარიშვილი გვესაუბრნენ:
M: როგორ გაჩნდა Urban Tails-ის შექმნის იდეა?
ნინიკო ჭკუასელი: „ურბან თეილსის” შექმნის იდეა დაიბადა ქალაქში ახალი, საყვარელი სივრცის შექმნის სურვილით, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის, აქტიურობისა და ბედნიერების უზრუნველსაყოფად გაერთიანდებიან ცხოველების მოყვარული ადამიანები, რომლებსაც სურთ განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ მათ კეთილდღეობაში. ამ მიზნით შეიქმნა უნიკალური ბრენდი, რომელიც ზოო-მაღაზიებისა და ცხოველთა მოვლის სფეროში თანამედროვეობისა და კომფორტის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებითა და მაღაზიებში განსაკუთრებული, პოზიტიური ატმოსფეროს შექმნით.
M: რა განასხვავებს ბრენდს კონკურენტებისგან?
Urban Tails კონკურენტებისგან გამოირჩევა ბრენდინგით, კონცეფციით და მომხმარებლისადმი მიდგომით. პირველად ამ სფეროში, „ურბან თეილსს” ექნება სპეციალური აპლიკაცია, რაც მომხმარებლისთვის ინოვაციურ გამოცდილებას შექმნის. ბრენდი ფოკუსირებულია ინოვაციურ პროექტებზე და მიზნად ისახავს ადამიანებისა და ცხოველების გაერთიანებას თანასწორ, კომფორტულ და მხიარულ გარემოში.
M: ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით რა გზავნილი გქონდათ მომხმარებელთან?
„შენი და შენი შინაური ცხოველის ახალი საყვარელი ადგილი უბანში!” – Urban Tails-ის სივრცეში დაგხვდებათ უნიკალური და კომფორტული გარემო, ექსკლუზიური ბრენდები, პროფესიონალი თანამშრომლები. ინკლუზიური და თანასწორი სივრცე, რომელიც თქვენი და თქვენი შინაური ცხოველის საყვარელ ადგილად იქცევა.
M: რა იყო მთავარი შთაგონება Urban Tails-ის საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნისას?
ბექა მეფარიშვილი: Urban Tails-ის პროექტზე მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ყოველდღიურობას საოცრად გვიხალისებს და დღეს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ეს ემოციები ასმაგად ფასობს. სტრატეგიდან დაწყებული, დიზაინერით დამთავრებული, პროექტზე მომუშავე გუნდი პრაქტიკულად სრულად ისეთი ადამიანებით დავაკომპლექტეთ, ვისაც საკუთარი შინაური ცხოველი ჰყავს და კარგად ესმის „მშობლისა“ და ცხოველის საჭიროებები. „მშობელი“ (Pet Parent) ბევრად უკეთ გამოხატავს იმ დამოკიდებულებას, რაც დღეს შინაური ცხოველების მიმართ გვაქვს, ვიდრე, მაგალითად, „პატრონი“. თანამედროვე ადამიანისთვის შინაური ცხოველი ოჯახის წევრია – მასზე ზრუნვაში არც დროს, არც ფულს და არც ენერგიას არ იშურებს. სწორედ ეს ურთიერთობა გახდა ბრენდის პლატფორმის მთავარი საყრდენი. გადავწყვიტეთ, Urban Tails-ის სახით ისეთი ადგილი შეგვექმნა უბნებში, სადაც ცხოველს და მის ადამიანს თანაბრად გაუხარდებოდა მისვლა.
M: რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროექტზე მუშაობისას?
პროექტის ფარგლებში ბრენდის სტრატეგიაზე, ბრენდინგზე, საკომუნიკაციო პლატფორმაზე, „ლონჩ” კამპანიასა და ფოტო ბანკის შექმნაზე ვიმუშავეთ. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოველების ჩართულობით კონტენტის შექმნა იყო. როგორც წესი, ფოტო და ვიდეო გადაღებისას ცხოველების სცენებს განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ხოლმე. თუმცა ამ შემთხვევაში, ვერსად გავექცეოდით. ფოტო ბანკისთვის ჯამში 50-ზე მეტი ცხოველი გადავიღეთ. ვიდეო რგოლებისთვის კი საოცრად ჭკვიანი და დამჯერი ცუგოები და ფისოები შევარჩიეთ, რომლებმაც გადასაღებ მოედანზე საოცარი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს.
M: როგორ აისახა Urban Tails-ის ღირებულებები და ხედვა კამპანიის სხვადასხვა ელემენტში?
თანამედროვე ადამიანისთვის შინაური ცხოველი ოჯახის წევრია – მასზე ზრუნვაში არც დროს, არც ფულს და არც ენერგიას არ იშურებს. სწორედ ეს ურთიერთობა გახდა ბრენდის პლატფორმის მთავარი საყრდენი. გადავწყვიტეთ, Urban Tails-ის სახით ისეთი ადგილი შეგვექმნა უბნებში, სადაც ცხოველს და მის ადამიანს თანაბრად გაუხარდებოდა მისვლა.
M: როგორ იგეგმება მომავალში ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარება?
ნინიკო ჭკუასელი: ვგეგმავთ ოპერირების გაფართოებას საქართველოს დიდ ქალაქებში. ასევე, ექსკლუზიური ბრენდების იმპორტს და განსხვავებულ ასორტიმენტს, ინოვაციური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტივობებში ჩართვას.
ბექა მეფარიშვილი: Urban Tails-ისთვის ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. ბრენდისთვის უამრავი საინტერესო აქტივობა და სოციალური პროექტი გვაქვს მოფიქრებული, რაც ცხოველებს და მათ ადამიანებს კიდევ უფრო დააახლოებს თანაცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან.
[R]