in

Urban Wildlife Photography Awards 2022-ის გამარჯვებულები გამოვლინდა!

Urban Wildlife Photography Awards-ის კონკურსი ქუჩის იმ არსებებს ეძღვნება, რომლებთანაც ჩვენს ურბანულ სივრცეებს ვიზიარებთ, შემდეგ კი მსოფლიოს მასშტაბით ფოტოგრაფთა კრეატიულობას ავლენს.

მონაწილეები სამ კატეგორიაში ჯილდოვდებიან — ერთი საერთო გამარჯვებული, ღამის ცხოვრებისა და დღის სინათლის გამარჯვებულები. წელს კი, Picfair Urban Wildlife Photography Awards-ის პირველი ჯილდო ონტარიოში გარეუბნის მკრთალად განათებულ ქუჩაზე ორი კოიოტის გადაღებით მოყვარულმა ფოტოგრაფმა მოიპოვა.

„მეგონა, როცა კუთხეში მოვტრიალდი, მათი ყურადღება ჩემმა მანქანამ მიიქცია და, შესაძლოა, თავიდან ეს ასეც იყო. მაგრამ, როცა ფანჯარა ჩამოვწიე კოიოტების კიდევ ერთი ჯგუფის ხმა გავიგე, რომელმაც რეალურად მათი ინტერესი მიიპყრო. ამიტომ, მანქანა გავაჩერე და კამერით სამუშაოდ წავედი… მალევე მომიწია კამერის დაყენება და კონკრეტულ სცენაში ჩაძირვა“.

ფოტოგრაფი: Andrew Interisano/Picfair

Date Night

ღამის ცხოვრების კატეგორიის გამარჯვებული

„პანდემიამ ბოლო ორი წლის მანძილზე პატარა ქალაქში გაჩერება მაიძულა და ამან ქალაქის სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე ცხოველის პოვნისკენ მიბიძგა. გაოგნებული ვიყავი ურბანული სტრუქტურების იმ რაოდენობის ნახვით, რომელსაც ეს სახეობები იყენებდნენ. ისინი ხიდების ქვეშ ცხოვრობენ, მოძრაობენ არხებით ან ბუდობენ გზებზე, მაგრამ, ჩვეულებრივ, ამას ვერ ვამჩნევთ“.

ფოტოგრაფი: Austin Montero/Picfair

Life Beyond the Sewer

დღის სინათლის კატეგორიის გამარჯვებული

„მოპირდაპირე ნაპირიდან წყალში მარტოხელა ფლამინგო დავინახე და პოზიცია სწრაფად შევიცვალე იმის იმედით, რომ იგი კადრისთვის ხის ჩარჩოს მოერგებოდა. ჩარჩოსთან მიახლოებისას ფლამინგომ რამდენიმე წამით თავი ასწია, რამაც მხოლოდ ერთი კადრის გადაღების საშუალება მომცა, სანამ იგი ჭამას გააგრძელებდა“.

ფოტოგრაფი:Mano Aliczki/Picfair

Window to the salt pan

Fancy Seeing You Here კატეგორიის გამარჯვებული

ფოტოგრაფი: Jill Finney/Picfair

Trash Panda

ფოტოგრაფი: Matko Petrić/Picfair

Cat and Fish

ფოტოგრაფი: Susi Ryan/Picfair

Wren and Chipmunk, And Stay OUT

ფოტოგრაფი: Mano Aliczki/Picfair

Date Night in the city

ფოტოგრაფი: Jozef Kovalik/Picfair

What’s up human?

ფოტოგრაფი: Leigh Henningham/Picfair

Beak in the Botanic Gardens

ფოტოგრაფი: Oliver Schultz/Picfair

Illuminated

ფოტოგრაფი: Cheryl Rogers/Picfair

Free Kick

ფოტოგრაფი: Kim Borg/Picfair

Man, You Scared Me

„სლოვენიის ციხეში მოგზაურობის ბოლოს ამ წითელ მელას შევხვდი, ის რამდენიმე წუთის წინ დაწყებული ქარიშხლისგან თავშესაფარს ეძებდა. ვერ შეძლო სწრაფად პოვნა, ამიტომ იძულებული იყო ცოტა ხნით ეხეტიალა, მის ბეწვზე არსებული წყლის გამო კი ნელა გადაადგილდებოდა. მე რამდენიმე სურათის გადაღების შანსი მქონდა, სანამ იგი ციხის კედლის მიღმა გაუჩინარდებოდა.

ფოტოგრაფი: Luca Eberle/Picfair

Riders on the storm

ფოტოგრაფი: Barak/Picfair

Oh Snap!

NASA ჯეიმს ვების ტელესკოპისგან პირველ სამეცნიერო მონაცემებს იღებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება