Look, But Don’t Touch — ეს არის ბრიტანელი მხატვრის, კალუმ იტონის უახლესი ნამუშევრების სერია, რომელიც ყოველდღიური ურბანული გარემოს ობიექტებს აერთიანებს. თითოეულ მათგანში საზოგადოებრივი ტექნოლოგიების მიმართ არტისტის მკაფიო ინტერესი ვლინდება, ფოტოჯიხურიდან დაწყებული, ბანკომატით და ლიფტით დასრულებული.
მართალია, ამ ფოტორეალისტურ ნამუშევრებში გამოსახული ობიექტები ოდესღაც მომხიბლავ ტექნოლოგიურ მიღწევებად განიხილებოდა და ურბანული არქიტექტურის ნაწილადაც იქცა, მაგრამ ციფრულმა ეპოქამ ბევრი მათგანი დაჩრდილა. „მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, ამ მოწყობილობების მიმართ მადლიერებას ნაკლებად ვავლენთ. ყველაფერი ახლის დაუოკებელი წყურვილითაა გაჟღენთილი“.
ნახატებს შორის შეხვდებით სარეცხ მანქანებს; ვაკანტურ ლიფტს; მოძველებულ სატელეფონო ჯიხურს, რომელიც ლუდის ბოთლების თავსახურების მოსახსნელად ქცეულა; Coca-Cola-ს საყიდ აპარატს და ა. შ. შეიძლება ითქვას, თითოეული მათგანი განვლილი ეპოქის საკულტო სუვენირებად გვევლინება…