in

“ურბანული მზე”, რომელიც ჰაერს კორონავირუსის ნაწილაკებისგან ორ წუთში წმენდს

Far-UVC ტექნოლოგიას უკვე ამუშავებენ დახურულ სივრცეებში გამოსაყენებლად

სტუდია Roosegaarde შექმნა განათება – ე. წ. Urban Sun, რომელიც ულსტრაიისფერ გამოსხივებას გარე სივრცეების სანიტიზირებისთვის იყენებს. იდეისა და პროექტის ავტორების თქმით, ამან შესაძლოა, Covid-19-ის გავრცელების რისკი საგრძნობლად შეამციროს.

“ჩვენ შეგვიძლია, წუთში 99.9 პროცენტამდე ვირუსისგან თავისუფალი ადგილები უზრუნველვყოთ, ამინდიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ასე რომ, ავად გახდომისა და ერთმანეთის დაინფიცირების შანსი მკვეთრად იკლებს” – ამბობს სტუდიის დამფუძნებელი, დაან რუზგარდი. მისი თქმით, სინათლის დახმარებით შექმნილ სანიტაიზერს ჰაერის გაწმენდა სულ რაღაც 2 წუთში შეუძლია, რაც გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რა სიმაღლეზეა ის განთავსებული.

სტუდიის განცხადებით, Urban Sun მართალია, არ კურნავს კორონავირუსს, თუმცა სწორედ ის დაგვეხმარება, თავი დავაღწიოთ რიგ შეზღუდვებს, როგორიცაა მაგალითად, პირბადის ტარება შიდა და გარე სივრცეებში, სოციალური შეკრებების აკრძალვა და სხვ. ასევე, შესაძლებელია, მისი მასობრივად გამოყენების შედეგად, მოკლე ვადაში შექმნილი ვაქცინის გაკეთება აღარ გახდეს აუცილებელი.

Urban Sun-ის დიზაინი აშშ-ს, იაპონიის, იტალიისა და ნიდერლანდების მეცნიერთა და მკვლევართა თანამშრომლობით შემუშავდა. ის კოლუმბიისა და ჰიროშიმას უნივერსიტეტების მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევას ემყარება, რომელიც ამტკიცებს, რომ მიუხედავად 254 ნანომეტრი ტრადიციული ულტრაიისფერი შუქის საზიანოობისა, Far ტიპის ულტრაიისფერი-C სინათლის (UVC) 222 ნანომეტრი ტალღის სიგრძე სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისთვის.

Far-UVC ტექნოლოგიას უკვე ამუშავებენ დახურულ სივრცეებში გამოსაყენებლად. მაგალითად, ბოინგი მის საკუთარ თვითმფრინავებში გამოყენებას ცდილობს. თუმცა დაან რუზგარდი აცხადებს, რომ პირველადი იდეა, თავის სტუდიას ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ რუზგარდის დიზაინში ხშირად ვხვდებით სინათლეს, როგორც ინსტალაციების შექმნის ფორმას და დიზაინის კრეატიულ გადაწყვეტას. მაგალითად, ინსტალაცია Glow, რომელიც ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის მშვენიერებას. ახლა კი არტისტმა გადაწყვიტა, UVC-ს პოტენციალი ესთეტიკურთან ერთად, ფუნქციურადაც გამოეყენებინა და ხალხისთვის მიეცა ყველაზე მთავრის შესაძლებლობა – ყოველდღიურობა ჩვეული ფორმით…

დაან რუზგარდი იმედოვნებს, რომ მისი “ურბანული მზე” სხვა დიზაინერებსა თუ მეცნიერებსაც წაახალისებს, რათა აქტიურად იმუშაონ ტექნოლოგიის განვითარებაზე. “მე არ ვარ მეცნიერი, არც Far-UVC-ს გამომგონებელი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ის არის, რომ იდეა გავააქტიურო და გავაზიარო” – ამბობს არტისტი.

2027 წლისთვის პირველი კოსმოსური სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას!

პატარა კომპლიმენტს დიდი ძალა აქვს!