in ,

ურთიერთობები კედლებს მიღმა – Diesel–ის კამპანია Make Love Not Walls

გვირილებით დაწყებული ურთიერთობები და ბოლო დროის ყველაზე აქტუალური კედელი მექსიკის საზღვრებთან… მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Diesel თავის “გიჟურ” ხასიათს არც ამჯერად ღალატობს და ახალი, გაზაფხული–ზაფხულის კოლექციისთვის მორიგ განსხვავებულ, თანაც კრიტიკულ სარეკლამო ვიდეორგოლს უშვებს. ხმამაღალი მინიშნებები, არაჩვეულებრივი მუსიკა, ფერები, მოდური ტანსაცმელი და რაც მთავარია, ურთიერთობები, ანუ ის, რასაც ბოლო დროს სერიოზული დაბრკოლებები გაუჩნდა. ბრენდმა არსებულ გარემოში, ახალ კოლექციასთან ერთად, კამპანია #makelovenotwalls–ის შექმნაც გადაწყვიტა. გასაკვირი არც ის ყოფილა, რომ ვიდეორგოლი Diesel–მა სიყვარულის დღეს, 14 თებერვალს გამოუშვა. ახალ არაჩვეულებრივ ვიდეოზე ცნობილმა ამერიკელმა ხელოვანმა David LaChapelle–მა იმუშავა.

 

Ivy Design – ვინტაჟური სტარტაპი ქართველი მეგობრებისგან

20 მარტს რედისონ ბლუ ივერიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება!