ადამიანებს გვიყვარს ისტორიები. ყველაზე მეტად ის ისტორიები, რომლებიც ჩვენ ემოციებზე მოქმედებენ.
ზუსტად ეს წარმატებული ხერხი გამოიყენა სკაიპმა თავისი სარეკლამო კამპანიისთვის. სკაიპის სარეკლამო კამპანია Stay Together რამოდენიმე ვიდეო რგოლისგან შედგება, მათი ნაწილი მარკეტერის მკითხველისთვის უკვე ცნობილია.
შემდეგი ვიდეო, რომელსაც წარმოგიდგენთ, იგივე იდეის და მესიჯის მატარებელია. სკაიპი, სხვადასხვა ხერხით ისევ გვიმტკიცებს იმას, რომ სკაიპი სერვისია, რომელიც ერთმანეთთან გვაახლოვებს.
დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმის სტილში გადაღებული რეკლამა, ორი გოგოს ისტორიაზეა, რომლებიც 8 წლის მანძილზე ერთმანეთს სკაიპით ეკონტაქტებოდნენ…
Stay Together – მთლიანი ვიდეო ქეისი