in

ათწლეულების მონაცემების თანახმად, აშშ-ს მდინარეების მესამედი ფერს იცვლის

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რა ფერია მდინარე? იდეალური ლურჯი, რომელსაც ჩვენს წარმოსახვაში ვხედავთ, ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას. მდინარემ შესაძლოა მიიღოს მწვანე, ყავისფერი ან ყვითელი შეფერილობა.

წყლის სხვადასხვა ელფერი მდინარის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაში გვეხმარება, რა დონისაა მისი დაბინძურება, რამდენად ჯანსაღია წყალმცენარეები და ა.შ.

მართალია, ზოგადად ადამიანები წყლის შეფერილობის მიხედვით ვხვდებით, ვარგისია თუ არა ის დასალევად ან თუნდაც, საბანაოდ, თუმცა მკვლევართა გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს გარემოს მეცნიერი ჯონ გარდნერი, განმარტავს, რომ მეცნიერებს აქამდე სათანადოდ არ გამოუყენებიათ მდინარის ეს ვიზუალური ეფექტი. ახლა კი მათ მდინარის ჯანმრთელობის შეფასების ეს ტრადიციული მეთოდი ბევრად ფართო ხედვასთან გააერთიანეს და ამისათვის თანამგზავრების დისტანციური ზონდირების შესაძლებლობები გამოიყენეს.

NASA-სა და USGS-ის Landsat პროგრამის სატელიტური მონაცემების მასიური ანალიზის საშუალებით მკვლევარებმა შეძლეს, აშშ-ს ყველა დიდი მდინარის ფერი შეემოწმებინათ. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მდინარეების დომინანტი ფერი საგრძნობლად შეიცვალა დროთა განმავლობაში. თანაც, ცვლილებების “ცხელი წერტილები” უმეტესად ჯებირებთან და ურბანულ უბნებთან მდებარეობს.

”წყლის ფერის ინტუიციურად და ადვილად შესამჩნევი ხასიათი საშუალებას მოგვცემს, მონაცემები შევაგროვოთ სივრცულ და დროით მასშტაბებში. ეს კი, თავისმხრივ, დაგვეხმარება, გლობალური ცვლილებების „ცხელი წერტილების“ იდენტიფიცირებასა და მდინარეებში ეკოლოოგის გაუმჯობესებაში“ – აცხადებს მკლევართა ჯგუფი.

ძილი, სწორი კვება თუ ვარჯიში? – რომელია ყველაზე სასარგებლო ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

წელს საჩუქრებს Wolt მოგიტანთ!